გრიგორ დარანაღცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''გრიგორ დარანაღცი''', ''გრიგოლ დარანაღელი (კამახელი)'' (დ. [[1576]], სოფ. კამახი, [[კამახი|ქარზრუმი]]ს მახლობლად, ახლანდ. კამახი[[თურქეთი]], ― გ. [[1643]], როდოსთო, [[ბულგარეთი]]) — [[სომხები|სომეხი]] ისტორიკოსი.
 
==ბიოგრაფია==
განათლების მისაღებად, სამოღვაწეოდ თუ თავშესაფრის ძიებაში მოიარა [[ახლო აღმოსავლეთისაღმოსავლეთი]]ს მრავალი ქვეყანა და ქალაქი. აღსანიშნავია მისი ღვაწლი სომხეთში ეკლესია-მონასტრების აშენება-განახლებასა და ხელნაწერთა გადანუსხვაში. მის თხზულებათაგან აღსანიშნავია „ჟამთააღმწერლობა“, რომელიც მოიცავს [[1018]]-[[1640]] წლების ამბებს. თხზულების I ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული [[თურქ-სელჩუკები|სელჩუკთა]] და [[ოსმალები|ოსმალთა]] ისტორია [[1595-მდე]] წლამდე. II ნაწილში (1595-1640) დაწვრილებით არის მოთხრობილი [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა იმპერიის]] ისტორია [[მეჰმედ III]]-იდან [[მურად IV]]-მდე. მასვე ეკუთვნის პერიოდის სომეხთა საკათალიკოსოების ისტორია. „ჟამთააღმწერლობაში“ გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცნობა [[ქართლის სამეფო|ქართლის მეფე]] [[სიმონ I]]-ის ოსმალთა ტყვეობაში ყოფნის შესახებ. გრიგორ დარანაღცი ამ ამბების მომსწრე ყოფილა, თვითონ უნახავს სიმონ მეფე [[იედიყულე]]ს ციხეში.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|3|270|ალექსიძე ზ.}}
{{ქე|2||ალექსიძე ზ.}}
 
[[კატეგორია:სომეხი ისტორიკოსები]]