ქვემო ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდისა]] და [[ხუნანის საერისთავო|ხუნანის]] საერისთავოები, [[თბილისის საამირო]], [[ტაშირ-ძორაგეთის სამეფო]], [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარის]], [[ლორის საერისთავო|ლორის]], [[გაგის საერისთავო|გაგის საერისთავოები]], [[საბარათიანო]].
 
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ [[გუგარები|გუგარებს]], იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური ''გუგარქის'' სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო [[XIII საუკუნე|XIII საუკუნიდან]] მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
 
მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო [[XIII საუკუნე|XIII საუკუნიდან]] მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. [[თემურ-ლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურ-ლენგის ლაშქრობების]] შემდეგ, რომელსაც თან დაერთო [[შავი ჭირი]]ს ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში [[უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში|უზუნ ჰასანის ლაშქრობებს]] მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე [[ელი|ელების]] ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ [[ბორჩალო]]ს ტომი დაასახლა. [[ნადირ-შაჰი|ნადირ-შაჰმა]] 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და [[ბამბაკი]] ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდა<ref>ვახუშტი ბაგრატიონი, ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა’’ გვ. 514</ref>ნადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა [[ერეკლე II]], მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი<ref>პაპუნა ორბელიანი ,,ამბავი ქართლისანი’’ გვ. 245.</ref>
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის მხარეში]] და მოიცავს [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი|ბოლნისის]], [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი|გარდაბნის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს]], [[მარნეულის მუნიციპალიტეტი|მარნეულისა]] და [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.
Line 38 ⟶ 40:
{{ქსე|10|516|კ. ფიცხელაური}}
 
==სქოლიო==
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
{{სქოლიო}}
 
{{საქართველოს ისტორიული მხარეები}}
[[კატეგორია:საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვემო_ქართლი“-დან