საქართველოს ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკასიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ. ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : [[დევისხვრელი|დევის ხვრელში]], [[საკაჟია]]ში, [[საგვარჯილე]]ში, [[მღვიმევი|მღვიმევში]]. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს [[მატრიარქატი]] ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმაოდ პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც [[კავკასია]]ში დათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული.
 
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება [[მეზოლითი]]. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და [[კლიმატი]] რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის [[ნოლითინეოლითი]]ს ხანა, ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : [[ხუცუბანი|ხუცუბანში]], [[ანასეული|ანასეულში]]. [[ქობულეთი|ქობულეთში]], [[თეთრამიწა]]ში.
 
ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება [[ბრინჯაოს ხანა]]. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი [[ბრინჯაო]]ს ხანა.