მინანქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
 
==ქართული ხელოვნება==
მინანქარი ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქრის სახით. ტვიფრული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია. მინანქარს თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. იგი განვითარების ისეთივე მაღალ საფეხურზე იდგა, როგორც ხუროთმოძღვრება, კედლის მხატვრობა და რელიეფური პლასტიკა. ამის დამადასტურებლად მარტო ხახულის კარედზე შემონახული მინანქრის რაოდენობა და შესრულების დონეა საკმარისი. ქართული ტიხრული მინანქრის კოლორიტი განსხვავდება სხვა (ბიზანტიური) ქვეყნების ტიხრული მინანქრისაგან. ქართული მინანქრის ფერებს შორის თავისებურია ეგრეთ წოდებული ხორცისფერი და გამჭვირვალე მწვანე. შალვა ამირანაშვილის მოსაზრებით, მინანქრის ფერებში მანგანუმის შერევის შედეგად ხორცისფერს იღებდნენ. ტიხრული მინანქრის ბევრი ნიმუში დაკარგულია. უძელესი VIII საუკუნითაა დათარიღებული. ესაა კათალიკოსის გულზე დასაკიდი ჯვარი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში), ამავე პერიოდს ეკუთვნის მთლიანად ტიხრული მინანქრით შესრულებული ენკოლპიონი. IX საუკუნისაა ვარძიის ხატზე დაცული მინანქრები, ხახულის ხატის რამდენიმე მინანქარი. ჯუმათის ორი ხატის მინანქრები ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიქსაქსა სხვადასხვა კოლექციაში, მათგან 3 მედალიონი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა. ხახულის ხატის ცენტრში ჩასმული იყო X საუკუნის მინანქრის ღვთისმშობლის გამოსახულება, ეს იყო ყველაზე დიდი ქართული ტიხრული მინანქარი, XIX საუკუნეში გაიტაცეს და ნაწილებად დაამტვრიეს. ახლა შემორჩენილია ღვთისმშობლის სახე, ხელები და შარავანდედის ნაწილი. იგი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ტიხრული მინანქარია. ტიხრული მინანქრის ხელოვნება განსაკუთრებით X-XII საუკუნეებშ აყვავდა. ტიხრული მინანქრის წარმოება საქართველოში, როგორც ჩანს, XV საუკუნეში შეწყდა. ამ საუკუნისაა ვარაუდით წმინდა გიორგის წმინდა გიორგის ორი ხატი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).
მინანქარი ქართულ ხელოვნებაში უმთავრესად ცნობილია ტიხრული მინანქრის სახით. ტვიფრული მინანქრის ერთადერთი ნიმუში, რომელიც ჯუმათის ეკლესიაში იყო დაცული, ამჟამად დაკარგულია.
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მინანქარი“-დან