მინანქარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
*'''[[ტიხრული მინანქარი]]''' — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრით ხდება წვრილი ლითონის ძაფებით შექმნილი გამოსახულების ტიხრების შევსება. მსგავსი ტექნიკა არის გამოყენებული ძველი ეგვიპტის ოქროს ნაკეთობებში. ტიხრული მინანქრით არის შესრულებული მილანის სანტ-ამბროჯოს ეკლესიის საკურთხევლის ხატი (ოსტატი ვოლვინიუსი, IX საუკუნე). ტიხრული მინანქარი (ოქროზე) აყვავდა ბიზანტიაში X-XII საუკუნეებში, საიდანაც იგი ევროპაში გავრცელდა. შემორჩენილია კიევის რუსეთში შექმნილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები (ოქროს დიადემები და სხვა). ცნობილია აგრეთვე XII-XIII საუკუნეების რუსული ტიხრული მინანქარი (უმთავრესად ვერცხლზე). ჩინეთში ტიხრული მინანქრის ტექნიკას იყენებდნენ ჯერ კიდევ ტანის დინასტიის დროს (618-907), განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა მინის დინასტიის ხანაში (1368-1644).
 
*'''[[ტვიფრულიკვეთილი მინანქარი]]''' (გრავირებული) — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც მინანქრის ისეთი თხელი ფენით ხდება ლითონის დაფარვა, რომ მის სიღრმეში კარგად ჩანს გრავირებული ლითონის ზედაპირი. ტვიფრულიკვეთილი მინანქრის ტექნიკა აღმოცენდა იტალიაში XIV საუკუნეში, შემდეგ გავრცელდა ესპანეთში, საფრანგეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში (ნოვგოროდი, მოსკოვი, XIV-XVII საუკუნეები).
 
*'''[[ფერწერული მინანქარი]]''' — მხატვრული მინანქრის სახე, როდესაც ლითონის ნაკეთობა იფარება მინანქრის ფონით, რომელზედაც მინანქრიანი სღებავებით იხატება გამოსახულებები (XVII საუკუნიდან — ცეცხლგამძლე საღებავებით თეთრი მინანქრის ფონზე, ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე). XV-XVII საუკუნეებში ფერწერული მინანქარი უმთავრესად ლიმოჟში მზადდებოდა (მთავარი ოსტატი ნარდონ პენიკო). XVI საუკუნეში მოხატულობას გრიზაილის წესით ასრულებდნენ (ერთტონიანი მოხატულობა — ღია ტონი მუქ ფონზე, რომელიც რელიეფის შთაბეჭდილებას ქმნის). მთავარი ოსტატები იყვნენ ლეონარ ლიმოზენი, პიერ რეიმონი. რუსეთში ფერწერული მინანქარი XVII საუკუნის ბოლოდან განვითარდა, განსაკუთრებით სოლვიჩეგოდსკში (სტროგანოვების საოსტატოს ნაკეთობანი).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მინანქარი“-დან