ქართლის საერისმთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
 
== ისტორია ==
როდესაც, 580 წელს, გარდაიცვალა ერთიანი [[ქართლის სამეფო (ძველი)|ქართლის]] მეფე [[:en: Bacurius III of Iberia|ბაკურ III]], სპარსეთის სასანიდურ ხელისუფლებას, [[ჰორმიზდ IV |ჰორმიზდ IV-ის]] მეფობის დროს (579-590) მიეცა შესაძლებლობა გაეუქმებინა მონარქია იბერიაში.<ref name="Suny, p. 25"/> [[იბერია]] გახდა სპარსეთის პროვინცია ([[:en:Sasanian Iberia|სასანური ქართლი]]), მართული [[მარზპანი|მარზპანის]] (გუბერნატორი) მიერ. იბერიელ დიდგვაროვნებს ამ ცვლილებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ,<ref name="Suny, p. 25"/> და სამეფო სახლის მემკვიდრეები გადაიხვეწნენ თავისსავე მაღალმთიან ფორტიფიკაციულ სამფლობელოებში – [[ხოსროიდები|ხოსროიდების]] მთავარი შტო [[კახეთი|კახეთში]], ხოლო უმცროსი შტო, [[გუარამიდები]], [[კლარჯეთის საერისთავო|კლარჯეთსა]] და [[ჯავახეთი|ჯავახეთში]]. თუმცა, პირდაპირმა სპარსულმა კონტროლმა გამოიწვია მძიმე გადასახადები და [[ზოროასტრიზმი|ზოროასტრიზმის]] გავრცელება, ენერგიული ხელშეწყობით, უპირატესად ქრისტიანულ ქვეყნებში. ამიტომ, როდესაც 582 წელს აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორმა [[მავრიკიოსი (ბიზანტია)|მავრიკიოსმა]] დაიწყო სამხედრო კამპანია სპარსეთის წინააღმდეგ, იბერიელმა დიდგვაროვნებმა მიმართეს მას მონარქიის აღდგენის თხოვნით. მავრიკიოსს არ გაუწევია წინააღმდეგობა და 588 წელს გამოგზავნა თავისი პროტეჟე [[გუარამი]], გუარამიდების საგვარეულოდან, როგორც ახალი მმართველი იბერიაში. თუმცა, გუარამი არ იკურთხა როგორც მეფე, მაგრამ აღიარებულ იქნა, როგორც ხელმძღვანელი ერისმთავარი, [[კურაპალატი|კურაპალატის]] ბიზანტიური ტიტულის პატივით. 591 წლის ბიზანტიურ-სასანიდური ხელშეკრულების მიხედვით დასტურდება შეთანხმება, მაგრამ იბერია, როგორც [[თბილისი|თბილისის]] ნაწილი დარჩა დაყოფილი რომაული და სასანიდური დომინირების ქვეშ.<ref name="Suny, p. 25">Suny, p. 25.</ref>
 
ამგვარად, საერისმთავროს ჩამოყალიბებამ გამოიწვია დინასტიური აღზევება იბერიაში და წარმოადგენდა კომპრომისულ გამოსავალს კავკასიის კონტროლისთვის, ბიზანტიურ-სასანიდური დაპირისპირების პირობებში. ქართლის ერისმთავრები, როგორც მთავარი ადგილობრივი პოლიტიკური ხელისუფლება, უნდა ყოფილიყვნენ დამტკიცებული და სანქცირებული [[კონსტანტინეპოლი|კონსტანტინეპოლის]] კარის მხრიდან. ქართულ წყაროებში ისინი იწოდებიან სხვადასხვანაირად: ერისთავთ მთავარი, ერისმთავარი, [[ერისთავთ-ერისთავი]] ან უბრალოდ [[ერისთავი]]. მრავალი მათგანი დამატებით იყო დაჯილდოებული სხვადასხვა რომაულ/ბიზანტიური ტიტულით. მაგალითად, თოთხმეტი ხელმძღვანელი ერისმთავრიდან რვა ფლობდა კურაპალატის ტიტულს, ერთ-ერთს ყველაზე უმაღლესს [[ბიზანტიის იმპერია|აღმოსავლეთ იმპერიაში]].<ref>Toumanoff, p. 388.</ref> თუმცა, შუასაუკუნეების ქართული ქრონიკები ნათლად გვაჩვენებენ, რომ ეს ერისთავები, მიუხედავად დიდებულების მხრიდან ლოიალობისა, შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ, რამდენადაც „მათ არ შეეძლოთ განედევნათ ქართლის ერისმთავრები თავიანთი საერისმთავროდან იმიტომ, რომ მათ გააჩნდათ სიგელები [[შაჰი|დიდი მეფის]] და იმპერატორისგან, მათი ერისმთავრობის დამადასტურებელი“.<ref name="Suny, p. 25"/>