მარმარილო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Venus de Milo Louvre Ma399-02b.jpg|მინი|100პქ|[[ვენერა მილოსელი]], წინხედი]]
'''მარმარილო''' ({{lang-la|marmor}} < {{lang-grc|μάρμαρος|marmaros|მბრწყინავი ქვა}}) — დოლომიტის ან კირქვის გაკრისტალების შედეგად წარმოქმნილ წვრილ, საშუალო ან მსხვილკრისტალური მეტამორფული ქანი და ძირითადად [[კალციტი]]სგან შედგება ([[კალციუმის კარბონატი]]ს, CaCO<sub>3</sub> კრისტალიზებული სახე). აქვს უმეტესად თეთრი ფერი, შედარებით იშვიათად ფერადი ან შავი ფერისაა, დაწინწკლული, ლაქებიანი ან ზოლიანი ტექსტურით. კარგად პრიალდება.
 
პლასტიკური და დეკორატიული ღირსებების გამო მარმარილოს ანტიკური პერიოდიდან იყენებდნენ, როგორც კონსტრუქციულ და შესამოს მასალას, აგრეთვე მოზაიკური კომპოზიციებისათვის (ინკრუსტაციული სტილი, ფლორენციული მოზაიკა), რელიეფისა და მრგვალი ქანდაკებისათვის. მარმარილოს თავისებური გამჭვირვალობა ქანდაკების ზედაპირზე წარმოქმნის ნაირგვარ შუქრჩრდილებს. ქანდაკებებისთვის საუკეთესოდ ითვლება კარარის (იტალია) და პაროსის (საბერძნეთი) მარმარილო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარმარილო“-დან