თავდგირიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 26:
 
==ისტორია==
სამცხე-საათაბაგოს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დაპყრობის შემდეგ, XVII საუკუნის შუა წლებში თავდგირიძეები გადავიდნენ [[გურია]]ში. გურიაში დამკვიდრებულ თავდგირიძეებს შორის პირველები არიან მირზაბეგ და გიორგი თავდგირიძეები. თავდგირიძეებს სჭირდებოდათ მთავრის ხელისუფლების კეთილგანწყობა. ისინი მალე დაწინაურდნენ. გიორგი თავდგირიძემ ცოლად შეირთო [[ქაიხოსრო I გურიელი]]ს ასული დარეჯანი. [[გიორგი III გურიელი|გიორგი III გურიელმა]] კი მიზარბეგ თავდგირიძეს უბოძა [[მაჭუტაძეები]]ს და მელიმონაძეების ბეითალმანი მამულები, თითქმის მთელი ქვემო გურია: [[აჭყვისთავი]], [[ჭახათი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|ჭახათი]], [[ჩაქვი]], [[ქობულეთი]], ასევე [[აცანა]]. გიორგი III-მ მირზაბეგ თავდგირიძეს აევე მისცა [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესობა]]. ამის შემდეგ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, [[გურიის სამთავრო]]ში ბოქაულთუხუცესის თანამდებობას თავდგირიძეები მემკვიდრეობით იღებდნენ. XVII საუკუნის ბოლოს თავდგირიძეებს ეჭირათ მთელი [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო]] მისი საწმყსოთი, [[ბათუმი]] და [[გონიო]]. 1772 წელს [[იოჰან გიულდენშტედტი]]ს ცნობით თავდგირიძეები ფლობდნენ [[ქობულეთი|ქობულეთსა]] და [[ალამბარი|ალამბარს]]. ალამბარში მათ ჰქონდათ საგვარეულო ციხე-სიმაგრე [[მამუკას ციხე]]. თავდგირიძეებმა მალევე დაარღვიეს გურიელებისადმი ვასალური ერთგულების პირობა, რის გამოც მთავარმა მათ ბათუმის მხარე ჩამოართვა და თავის სახასოდ განაწესა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა [[ისლამი]] მიიღო და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს [[სანჯაყი]] და [[ნაჰიე]]: ბათუმი, გონიო, [[ანარია (მთა)|ანარია]], ქისატური, [[ახალშენი (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[ყოროლისთავი]], [[სამება (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|სამება]], ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე [[ჭოროხი|ჭოროხში]] მცურავი ნავის ბაჟი.
 
==მამუკა თავდგირიძე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თავდგირიძეები“-დან