გიორგი IV გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

1717 წელს გააძევა ძმამ [[ქაიხოსრო III გურიელი|ქაიხოსრო III გურიელმა]] დედის, ელენე აბაშიძის, [[ბეჟან I დადიანი]]სა და თავადების, გიორგი ნაკაშიძისა და ერისთავის დახმარებით. იმავე წელს ოსმალთა დახმარებით ტახტი დაიბრუნა, გიორგი ნაკაშიძეს გურიანთის ციხე და მეუღლე წაართვა.<ref>{{cite book| | first=| last= სოსელია, ო.| title=მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის | chapter=ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური დაშლის ისტორიიდან| publisher=საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა |series=ნაკვეთი XXX|location=თბილისი |year=1954| origyear=| isbn=| edition=|page=133|url=http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/266518}}</ref>
 
ახლო კავშირი ჰქონდა [[ვახტანგ VI]]-სთან და მისი შემწეობით ცდილობდა [[ოსმალეთი|ოსმალთა]] მიერ 1718 წელს მიტაცებული [[ბათუმი]]სა და [[ჩაქვი]]ს მხარეების დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა 1723 წელს დაიკავეს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ციხეები, მათ შორის ქობულეთი და გრიგოლეთი. ოსმალებს თავადი ნაკაშიძე უჭერდა მხარს. გურიელს დაუმტკიცდა მამის მიერ დაკავებული [[საჯავახო (მხარე)|საჯავახოსა]] და [[სურები]]ს მხარეები. გურიელმა და მისმა მეუღლე ხვარამზემ აღდგენითი სამუშაოები ჩაატარეს [[ლიხაურის ეკლესია|ლიხაურისა]] და [[ჯუმათის ეკლესია|ჯუმათის ეკლესიებში]].
 
==ლიტერატურა==