ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 28:
 
==ისტორია==
===სათავადოს წარმოშობა===
გვარი ნაკაშიძე პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იხსენიება [[ვახტანგ I გურიელი]]ს დარბაზის ერში. იმავე მამუკა ნაკაშიძეს იხსენიებს XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]]. მამუკა ნაკაშიძე და მისი ოჯახის წევრები იხსენიებიან [[ციხისფერდი|ციხის]] ღვთისმშობლის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატისა და ფრესკულ წარწერებში. ეს ეკლესია მამუკა ნაკაშიძემ ააშენებინა, მოახატინა და ხატიც ოქროთი დააფერინა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ ნახა ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>{{cite book| | first=| last= [[დიმიტრი ბაქრაძე|ბაქრაძე, დ.]]| title=არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში| chapter=| publisher=საბჭოთა აჭარა|series=|location=ბათუმი|year=1987| origyear=| isbn=| edition=|page=272|url=}}</ref> მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. ეს უკანასკნელი [[მამია II გურიელი]]ს ერთგულებით მოკვდა. მამუკა ნაკაშიძეს უკავშირდება [[ნაკაშიძეთა სათავადო]]ს ჩამოყალიბება
 
ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი|ციხე]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]]. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]], მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე [[ნატანები]]ს ქვემო წელზე. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი [[ვაშნარი]]. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი. სოფელ თხინვალში შემორჩენილია ნაკაშიძეების მარანი, ხოლო მაკვანეთში ნაკაშიძეების გორა. ნაკაშიძეებს [[გურიელები]]ს კარზე ეჭირათ [[მესტუმრეთუხუცესი]]ს, [[მეღვინეთუხუცესი (თანამდებობა)|მეღვინეთუხუცესის]], ქალაქთუხუცესისა და [[მდივანბეგი]]ს სახელოები. მათვე ჰქონდათ მიკუთვნებული ოზურგეთის, შემოქმედის, ჩოჩხათის, ჩიბათის და ჯურუყვეთის მოურაობა, ერმენის მებაჟეობა. [[გიორგი III გურიელი]]ს დროს იხსენიება მამუკა ნაკაშიძე, რომელსაც მეღვინეთუხუცესის თანამდებობა ეეკავა.
 
===ბეჟან და გიორგი ნაკაშიძეები===
XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო [[მამია III გურიელი]]ს მესტუმრეთუხუცესი და დესპანი სტამბოლში, გააჩაღა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა ციხის ღვთისმშობლის ეკლესიაში. ბეჟანის მამა ასევე გურიელის მესტუმრეთუხუცესი იყო. ბეჟანის მეუღლე იყო თეთრუა ნიჟარაძე და ჰყავდა სამი ძე, მამუკა, გიორგი და ხვაზანაი. XVII საუკუნის ბოლოს მამუკა ნაკაშიძე იყო ქალაქთუხუცესი მთავრის კარზე. ბეჟანის მემკვიდრე იყო გიორგი ნაკაშიძე. ბეჟან და გიორგის ნაკაშიძეების ბრძანებით მღვდელმა საბამ დაწერა „ციხის გულანი“, იგივე „გურიანთული გულანი“. ბეჟან ნაკაშიძე 1717 წლამდე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე იყო გიორგი ნაკაშიძე, გურიელის მეღვინეთუხუცესი.
 
მამია III-ის სიცოცხლის ბოლო წლებში მას დაუწყო ურჩობა შვილმა, [[ლევან გურიელი|ლევან გურიელმა]]. ნაკაშიძეები ჩაერთნენ ამ დავაში და ლევან ბატონიშვილის მხარე დაიჭირეს. მაკვანეთელი ნაკაშიძეები კი დარჩნენ მამია III-ის ერთგულნი. ამის გამო გიორგი ნაკაშიძე თავს დაესხა და ააოხრა მაკვანეთელი ნაკაშიძეები. ნაკაშიძეების შიდა მტრობით სარგებლობდნენ მათი აზნაური მამულაიშვილები და ყმებს და დოვლათს სტაცებდნენ ნაკაშიძეებს. გიორგი ნაკაშიძე ეურჩებოდა [[გიორგი IV გურიელი|გიორგი IV გურიელსაც]]. მას ზურგს უმაგრებდა სიმამრი [[ბეჟან I დადიანი]]. გიორგი ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო გიორგი IV-ის ტახტიდან ჩამოგდებაში 1717 წელს, მაგრამ გიორგიმ IV-მ იმავე წელს მოახერხა ხელისუფლების დაბრუნება და გიორგი ნაკაშიძეს წაართვა ცოლი, სამფლობელო, და გურიიდან განდევნა. გიორგი ნაკაშიძე ჯერ თავს აფარებდა სვანეთსა და ლეჩხუმს, 1721 წელს გურიელს შეურიგდა და ცოლად ერისთავის ასული ზილიხან შეირთო. ნაკაშიძე მაინც აგრძელებდა მთავრის ურჩობას და 1728 წელს კავშირი დაამყარა [[ნევშეჰირლი დამატი იბრაჰიმ-ფაშა]]სთან, რომელიც იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. ნაკაშიძემ აღიარა ოსმალეთის იმპერიის ვასალობა და დადო მისი ერთგულების პირობა.
 
===ნაკაშიძეები XVIII საუკუნეში===
1771 წელს [[იმერეთის სამეფო]]ს გძლიერებამ ნაკაშიძეები აიძულეა, შეეცვალათ პოზიცია და მათ სხვა ფეოდალებთან ერთად [[სოლომონ I]]-ს შეჰფიცეს, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ ოსმალეთის წინააღმდეგ. XVIII საუკუნეში ლანჩხუთში ნაკაშიძეებს მამულები წაართვა [[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელმა]], მაგრამ [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელმა]] ეს მამულები ნაკაშიძეებს დაუბრუნა. ამავე საუკუნეში დვაბზუელმა მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძეების სახლიკაცი საყვარელი და მამულები ნაკაშიძეებს უანდერძა. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
 
Line 44 ⟶ 47:
1818-1819 წლებში ნაკაშიძეები ფარულად ცდილობდნენ ოსმალეთის იმპერიასთან კავშირის დამყარებას. 1826 წელს მამია V-ის გარდაცვალების შემდეგ ნაკაშიძეებმა ერთგულება შეჰფიცეს [[სოფიო]]ს და მის შვილს, დავითს, თუმცა მალევე დაარღვიეს ფიცი. ამ პერიოდში ნაკაშიძეების საგვარეულოს ხელმძღვანელი იყო მდივანბეგი გიორგი ნაკაშიძე, ივანე ნაკაშიძეს ეჭირა მეღვინეთუხუცესის სახელო. 1827 წლიდან გიორგი ნაკაშიძე იყო [[გურიის სამთავრო]]ს სამმართველო საბჭოს წევრი და წევრ იმ დაჯგუფებისა, რომელიც სამთავროს გაუქმებასა და პირდაპირი რუსული მმართველობის შემოღებისთვის იბრძოდა. 1828 წლის ბოლოს ნაკაშიძეები აშკარაად განუდგნენ სოფიოს, ხოლო მისი ოსმალეთში გაქცევის შემდეგ რუსეთმა გურიის მართვა გიორგი ნაკაშიძეს ჩააბარა, როგორც ყველაზე სანდო ფეოდალს. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან.
 
===ნაკაშიძეები XIXრუსეთის საუკუნეშიიმპერიაში===
XIX საუკუნეების ბოლოს ნაკაშიძეების რეზიდენცია იყო სოფელი [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანი]]. ამ სოფელში შემორჩენილია ნაკაშიძის გამოქვაბული, რომელსაც თავადი მიხეილ ნაკაშიძე ღვინის მარნად იყენებდა. ნაკაშიძეები იყვნენ საქართველოში [[ჩაი]]ს გაშენების ერთ-ერთი პიონერები. მიხეილ ნაკაშიძემ 1889 წელს ზედუბანში გააშენა ჩაი ხუთ ჰექტარზე. 1908 წლიდან მოყოლებული ის კუსტარულად ამზადებდა ჩაის, 1912 წლიდან კი მან ჩაის 4 ცხენისძალიანი გადამამუშავებელი დანადგარი შეიძინა და უშვებდა პროდუქციას სახელით „Чай Князя М. М. Накашидзе". მის ბიძაშვილ [[ერმილე ნაკაშიძე]]ს ჩაი გაშენებული ჰქონდა მაკვანეთში გააშენა და შინაური ხერხებით ამზადებდა ჩაი „ერმილიტას“. ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობდა ასევე გურიაში პირველ სრულყოფილ ჩაის გადამამუშავებელ ფაბრიკას [[ოზურგეთი|ოზურგეთში]], ზვანში, 1914 წელს.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ნაკაშიძეთა სათავადო]]
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან