ხოხის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
| ტერიტორიული ერთეული = [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი]]
| უმაღლესი წერტილი = [[მყინვარწვერი]]
| სიმაღლე = 50475054
| ფართობი =
| სიგრძე =
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''ხოხის ქედი''' — [[კავკასიონი]]ს ჩრდილოეთ გვერდითი ქედი. მარადთოვლიან-მყინვარებიან თხემზე აღმართულია მწვერვალები: [[წითიხოხი]] (3905 მ), [[სივერაუტიმყინვარწვერი]] (37685054 მ), [[ჯიმარა]] (4780 მ), [[მაილი]] (4506 მ), [[სუათისი (მწვერვალი)|სუათისი]] (4466 მ), [[ჩათა]] (4099 მ), [[მყინვარწვერიწითიხოხი]] (50543905 მ), [[სივერაუტი]] (3768 მ) და სხვა. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით, რომლებიც გამსჭვალულია დიაბაზების ძარღვებით. ღერძული ზონა გარღვეულია დიორიტებითა და ინტრუზიებით.
 
ხოხის ქედი კავკასიონის მთელი აღმოსავლური ნახევრის ყველაზე მაღალი და ყველაზე ვრცელი გამყინვარების მქონე ნაწილია. იგი მთავარ ქედთან გადაბმულია გარდიგარდმო სერით — [[არდონი]]სა და [[თერგი]]ს წყალგამყოფით, რომელზეც თრუსოს უღელტეხილი ([[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3150 მ) მდებარეობს. ხოხის ქედის მაღალი, მნიშვნელოვან დადაბლებებს თითქმის მოკლებული თოვლ-ყინულოვანი თხემი ძნელი გადასალახავია; აქ უღელტეხილები, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ალპინისტებისათვის არსებობს. აღმოსავლეთით ხოხის ქედი მყინვარწვერის მასივით თავდება. ქედზე მყინვარული, ძველმყინვარული, ვულკანური და ეროზიული რელიეფის ფორმებია. ქედზე ბევრი [[მყინვარი]]ა, მ.შ. [[გერგეტი (მყინვარი)|გერგეტი]], [[დევდარაკი]], [[აბანოს მყინვარი|აბანო]], [[მნა (მყინვარი)|მნა]], [[ჩათა (მყინვარი)|ჩათა]], [[სუათისი (მყინვარი)|სუათისი]] და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოხის_ქედი“-დან