შემოქმედის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
შემოქმედელ მღვდელმთავართა შორის აღსანიშნავია მიტროპოლიტ [[იაკობ შემოქმედელი|იაკობ დუმბაძის]] მოღვაწეობა. მღვდელმთავარი იაკობი ეპარქიას 1647-1658 წლებში უძღოდა. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსმა [[დავითი (ნემსაძე)|დავით ნემსაძემ]] ის 1687 წელს [[რომი|რომში]] გაგზავნა, სადაც დიდი პატივით მიიღო პაპმა [[ინოკენტი XI]]-მ. მათ იაკობს კათოლიკე მისიონერები გამოაყლოეს. მას შემდეგ, რაც მისიონერებმა ქადაგება დაიწყეს, იაკობმა განდევნა ისინი. მისი ინიციატივით რესტავრაცია ჩაუტარდა შემოქმედის მაცხოვრის ეკლესიას, რომლის აღმოსავლეთ ლავგარდანის ქვეშ წარწერაზეც არის მოხსენიებული.
 
1658 წელს რამდენიმე თვით შემოქმედისა და ჯუმათის ეპისკოპოსის ტახტებზე [[მალაქია II გურიელი]] დაჯდა. 1684 წელს შემოქმედის ეპარქიას დროებით იმერეთის კათალიკოსი დავით ნემსაძე ჩაუდგა. 1689 წელს უკვე დაბრმავებული მალაქია გურიელი ისევ აღკვეცეს ბერად და დასვეს ეპისკოპოსად. მალაქიას შემდეგ [[მამია III გურიელი|მამია III გურიელმა]], შემოქმედის ეპარქია მღვდელმთავარ იოანეს უწყალობა (1703-1713). საგულისხმოა, რომ იოანეს გვარი დღემდე უცნობია, მაგრამ დადასტურებულია, რომ მას მთავარეპისკოპოსის ხარისხი ჰქონდა. 1713-17761775 წლებში შემოქმედელი ეპისკოპოსობა ნიკოლოზ ბატონიშვილს (მამია III ძე) ერგო. ნიკოლოზის მღვდელმთავრობის პერიოდი გამოირჩევა გამოცოცხლებით, ეწეოდა ძველი ჯვარ-ხატების განახლებასა და შემკობას. ნიკოლოზი ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე მოღვაწეობდა, ის ეხმარებოდა [[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელს]] ერეკლე II-სთან მოლაპარაკებებში მისი ძმის, გიორგი გურიელის წინააღმდეგ. მონაწილეობდა1759 და 1761 წლის საეკლესიო კრებებში.
 
[[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომმა]] 1768-74 წლებში გურიაზე ცუდი ზეგავლენა იქონია და ნიკოლოზ ბატონიშვილის შემდეგ გურიის საეპისკოპოსოები რამდენიმე წელი დაქვრივებული იყო. მდგომარეობის გამომსასწორებლად 1777 წელს კათალიკოსი [[მაქსიმე II]] გურიაში ჩავიდა და [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელთან]] შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრები. მათ შემოქმედელ ეპისკოპოსად იოსებ თაყაიშვილი განაწესეს, მაგრამ ოსმალეთის აგრესიის გამო კვლავ შეფერხდა სულიერი ცხოვრება შემოქმედში და 1788 წელს შემოქმედის საეპისკოპოსო პრაქტიკულად გაუქმდა.