ეროზია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''ეროზია''' ({{lang-la|erosio — ამოჭმა}}) — [[წყალი|წყლის]] ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება [[კალაპოტი]]ს ამგებელ ქანებსა და [[ნიადაგი|ნიადაგზე]]. გაპირობებულია წყლის ჭავლის და ნაკადში ატივტივებული მყარი მასალის უშუალო მექანიკური მოქმედებით კალაპოტზე. აღნიშნული პროცესები, ჩვეულებრივ, ერთდროულად მიმდინარეობს. ნაკადის ეროზიულ უნარს განსაზღვრავს წყლის მასა, დინების სიჩქარე და მყარი მასალის რაოდენობა.
 
ხანგრძლივი ეროზიული მოქმედების შედეგად ნაკადი გამოიმუშავებს ისეთ გასწვრივ პროფილს, რომლის დახრილობა მატულობს შესართავიდან სათავისაკენ. ესაა ''წონასწორობის პროფილი'', რომლის ქვემო წერტილს ''ეროზიის ბაზისი'' ეწოდება.
 
ეროზიის ბაზისის დაწევა იწვევს ეროზიის გაძლიერებას, აწევა კი — შენელებას. ეროზიის შედეგად [[დედამიწა|დედამიწის ზედაპირზე]] წარმოიქმნება ხაზობრივი გავრცელების მქონე ეროზიული ფორმები — [[ხრამი]], [[ხევი (ხეობა)|ხევი]], [[ხეობა]], [[კანიონი]] და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ეროზია“-დან