იზოსტაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Isostasy.Airy&Pratt.Scheme.png|მინი|300პქ|ნახ. 1. იზოსტატიკური მოდელები ჯ. ერისა (1) და ფ. პრატის თანახმად (2).]]
'''იზოსტაზია''', '''იზოსტატიკური წონასწორობა''' ([[ბერძნ.]]{{lang-el|}} isostásios თანაბარი წონისა) — [[დედამიწის ქერქი]]ს გაწონასწორება მის ქვეშ მდებარე მყარსა და უფრო მძიმე სუბსტრატზე ისე, თითქოს ის [[არქიმედეს კანონი]]ს თანახმად ტივტივებდეს. იზოსტაზიის გამო [[დედამიწის ქერქი]] მით უფრო ღრმად არის ჩაძირული სუბსტრატში, რაც უფრო სქელი და მკვრივია (მძიმეა) ქერქი. ამიტომ [[მთა|მთებს]], ჩვეულებრივ, აქვს „ფესვები“ (ქერქის შვერილები სუბსტრატში). იზოსტაზია, როგორც წესი, ხორციელდება არა [[დედამიწის ქერქი]]ს ნებისმიერ მცირე მონაკვეთზე, არამედ რეგიონულად, საკმაოდ მოზრდილ (100-200 კმ სიგანის) ბლოკებზე. იზოსტაზია გამოვლინდება შვეულის გადახრაზე დაკვირვებით, სეისმური მეთოდებით [[დედამიწის ქერქი]]ს სისქის გაზომვითა და უმთავრესად [[სიმძიმის ძალა|სიმძიმის ძალის]] ანომალიების განსაზღვრით.
 
დაკვირვება გვიჩნენებს, რომ [[დედამიწის ქერქი]] თითქმის ყველგან მიახლოებულია სრულ იზოსტაზიასთან და მნიშვნელოვან გადახრას მხოლოდ ინტენსიურ ტექტონიკურ მოძრაობათა არეებში ვხვდებით. ასე, მაგალითად, მეტად დიდი უარყოფითი იზოსტატიკური ანომალიებია [[ოკეანური ღარები]]ს გასწვრივ. იზოსტაზია სწრაფად მყარდება. მაგალითად, უკანასკნელი გამყინვარების დროს [[ბალტიის ფარი|ბალტიისა]] და [[კანადის ფარი|კანადის ფარები]] დაძირული იყო ყინულის სიმძიმით (თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ანალოგიურ მდგომარეობაშია [[ანტარქტიდა]] და [[გრენლანდია]]), ყინულის მოდნობის კვალდაკვალ მიმდინარეობს ამ რეგიონების აზევება წელიწადში რამდენიმე მმ სიჩქარით (ბალტიის ფარის არეში აზევების თანამედროვე სიჩქარეა 11 მმ წელიწადში). [[დედამიწის ქერქი]]ს მისწრაფება წონასწორობისაკენ დიდ როლს თამაშობს [[გეოტექტონიკა]]ში, იგი ზღუდავს ტექტონიკურ მოძრაობებს, რომლებიც არღვევენ იზოსტაზიას.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{დსე|051993|იზოსტაზია}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/296537/isostasy იზოსტაზია – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
{{ბრიტანიკა|isostasy-geology}}
* [http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%A1%D0%AD/%D0%98%D0%B7%D0%BE%D1%81%D1%82%D0%B0%D0%B7%D0%B8%D1%8F/ იზოსტაზია – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია] {{ru icon}}
 
==ლიტერატურა==