საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
==წინაპირობები==
1990 წლის მარტში მოხდა განხეთქილება [[საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა|საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელიგანმათავისუფლებელ მოძრაობისმოძრაობაში]] ძალებს შორის. 11-13 მარტს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა [[საქართველოს დისიდენტური მოძრაობების კონფერენცია (1990)|კონფერენცია]], რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს ეროვნულ მოძრაობაში ჩართული ყველა არაფორმალური გაერთიანება. კონფერენციაზე გამოიკვეთა ორი მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და ჩამოყალიბდა ორი ძირითადი პოლიტიკური ალიანსი:
 
* [[მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო]] - [[ზვიად გამსახურდია]] და მის მომხრე პოლიტიკურ პარტიები. მათ აუცილებლად მიაჩნდათ საბჭოთა კავშირის კანონებით არჩევნების ჩატარება, არჩევნების მოგება და ამ გზით მოპოვებული ხელისუფლების გამოყენება საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის. ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ, რამდენადაც [[ლიტვა]]მ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ასე დაიწყო [[სსრკ|სსრ კავშირიდან]] გასვლა.
* [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]], ([[გიორგი ჭანტურია]]), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), [[მხედრიონი]] ([[ჯაბა იოსელიანი]]). ისინი არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუძლებლად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ამისთვის უნდა არჩეულიყო ალტერნატიული ორგანო, ეროვნული კონგრესი, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო და საბოლოოდ, მას უნდა დაესვა საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
 
ზვიად გამსახურდიამ ეროვნულ კონგრესს „ანტიეროვნული მოძრაობა" უწოდა. კონგრესის მომხრეებმა 1990 წლის 23-26 მაისს სპორტის სასახლეში ჩაატარეს „ეროვნული ყრილობა“, სადაც გადაწყვიტეს არ მიეღოთ [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|უზენაესი საბჭოს]] არჩევნებში მონაწილეობა. თვითონ ეროვნული კონგრესის არჩევნები 30 სექტემბერს დაინიშნა.<ref name=NatCon1 >{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.13&d=HASH2f821ac6422e4c85e3e300|title=საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი}}</ref> ყრილობამ „მრგვალი მაგიდა“ დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატშიღალატსა და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
 
[[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1990)|საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები]] 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო [[საქართველოს სსრ]]-ის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მანდატების უმრავლესობა (250-დან 155 მანდატი) მოიპოვა „მრგვალმა მაგიდამ“.
ხაზი 36:
1990 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა [[შინაგან საქმეთა სამინისტრო]]ს შინაგანი ჯარები, [[საქართველოს ეროვნული გვარდია]]. ეროვნული გვარდია არსებობის საწყის ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. გვარდიის სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა [[თენგიზ კიტოვანი]].
 
1991 წლის თებერვალში ხელისუფლებამ დაიწყო უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბებული უკანონოდ შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რასაც ზოგ შემთხვევაში თან ახლდა შეიარაღებული დაპირისპირება. ოპერაციების დაწყების წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებდა იარაღს და დატოვებდა უკანონოდ შეიარაღებული ფორმირების რიგებს, მის მიმართ არ იქნებოდა აღძრულიაღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. 16 თებერვალს ქალაქ სამტრედიაში ცეცხლი დაუშინეს [[პრეფექტურა|პრეფექტურის]] შენობას და დაჭრეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. მილიციამ ამ თავდასხმაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა „მხედრიონის“ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის რამდენიმე წევრი. 20 თებერვალს „მხედრიონის“ კახეთის სადროშოს წევრებმა გელა გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით სროლა აუტეხეს ავტომანქანას, რომელშიც ისხდნენ საქართველოს შს სამინისტროს და საგარეჯოს შინაგან საქმეთა განყოფილების თანამშრომლები, რაზეც მათ სროლითვე უპასუხეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრნენ როგორც მილიციის, ასევე „მხედრიონის“ წევრები. მილიცილეთა მხრიდან დაიჭრნენ საგარეჯოს სახელმწიფო ავტოინსპექტორი, მილიციის კაპიტანი შ. ბორაშვილი და შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების ოპერრწმუნებული, მილიციის კაპიტანი ნ. ჯავახიშვილი. სხვაგან იარაღის ჩამორთმევის ოპერაციები შეიარაღებული შეტაკებების გარეშე განხორციელდა. მილიციამ „მხედრიონის“ წევრებს ჩამოართვა ავტომატები, კარაბინები, სხვადასხვა სისტემის რევოლვერები, პისტოლეტები, გადაჭრილი თოფები და სხვა იარაღი საბრძოლო ვაზნებთან ერთად, ასევე „მხედრიონის“ წევრების მიერ გატაცებული რამდენიმე მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანა და [[ჯავშანტრანსპორტიორი|ჯავშანტრანსპორტიორები]]. ოპერაციების მსვლელობის დროს დააკავეს [[ჯაბა იოსელიანი]] და „მხედრიონის“ სხვა ლიდერები.
 
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991)|რეფერენდუმი]] საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით „თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“, რომლის მონაწილეების 97 % დათანხმდა [[საქართველო]]ს დამოუკიდებლობის აღდგენას. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო [[საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი]]. 26 მაისს საყოველთაო-სახალხო [[საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები (1991)|საპრეზიდენტო არჩევნებზე]] ხმების აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ.
ხაზი 42:
ახლადარჩეულ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩაუდგა ეროვნული კონგრესი. კონგრესმა მოახერხა თავის მხარეს გადმოებირა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილო იყო ახალი ხელისუფლების მიერ არჩეული პოლიტიკური და ეკონომიკური კურსით.
 
პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარება დაძაბული იყო საბჭოთა კავშირშიც. 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში მოეწყო [[აგვისტოს პუტჩი (1991)|პუტჩი]], რომლის დროსაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო სამხედრო ხუნტამ, [[სსრკ საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი|საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტმა]]. მასში შედიოდნენ წითელი არმიის გენერლები, [[სუკ]]-ის და [[სკკპ ცკ|ცენტრალური კომიტეტის]] წევრები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის შეჩერება განიზრახეს. იმავე დღეს თბილისში ზვიად გამსახურდიასთან შესახვედრად ჩამოვიდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და [[ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი]]ს სარდალი. მათ გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა მოთხოვეს საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის #1 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა „ხელისუფლებისა და მმართველობის სტრუქტურების, გასამხედროებული ფორმირებების დაუყოვნებლივ დაშლას, რომელთა ქმედებაც ეწინააღმდეგება სსრ კავშირის კონსტიტუციას და კანონებს“, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიებების გატარებით დაიმუქრნენ. არსებობის საწყის ეტაპზე ეროვნული გვარდია არ იყო სათანადოდ მომზადებული და შეიარაღებული, ამიტომაც სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში მას ცხადია გაუჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს არც საერთაშორისო მხარდაჭერა გააჩნდა, რადგან მის დამოუკიდებლობას არცერთი ქვეყანა არ აღიარებდა. აღნიშნულ ვითარებაში ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა კომპრომისზე წასულიყო პუტჩისტებთან, თუმცა მას გვარდია არ დაუშლია.: მოლაპარაკებებიდან რამდენინე საათში გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნული გვარდიის რეორგანიზაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეროვნული გვარდია გახდა მილიციის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი, გვარდიის სარდლის თანამდებობა გაუქმდა და მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დაეკისრა.
 
ამ გადაწყვეტილებამ გვარდიის რიგებში განხეთქილება გამოიწვია. ეროვნული გვარდია იყოითვლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოსიმბოლოდ, ამიტომაც პრეზიდენტის მიერ მისი სტატუსის დაქვეითება შეფასებული იყოშეფასდა როგორც დამოუკიდებლობაზე უარის თქმა. კიტოვანმა გამსახურდია პუტჩისტებთან გარიგებაში და ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. გვარდიის ნაწილი, რომელსაც იგი მეთაურობდა, [[რკონის ხეობა|რკონის ხეობა]]ში დაბანაკდა და პრეზიდენტს დამოურჩილებლობა გამოუცხადა.
 
გამსახურდიას ქმედებებმა ხელი შეუწყო პოლიტიკური დაძაბულობის გაღვივებას. 1991 წლის 26 აგვისტოს გამსახურდიამ აკრძალა [[საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია|საქართველოს კომუნისტური პარტია]], რომელიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო 64 მანდატით. ეს მანდატები „მრგვალმა მაგიდამ“ მიითვისა. პრემიერ-მინისტრი [[თენგიზ სიგუა]] და საგარეო საქმეთა მინისტრი [[გიორგი ხოშტარია]] თანამდებობიდან გადადგნენ და ოპოზიციას შეუერთდნენ. 2 სექტემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმებმა იარაღის გამოყენებით დაარბიეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი რუსთაველის ძეგლთან. თბილისში ფაქტობრივად პერმანენტული პოლიტიკურ კრიზისი დაიწყო. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიამ დაიწყო შიმშილობა ყოფილ "იმელის" შენობასთა, 10 სექტემბერს ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე, იმართებოდა საინფორმაციო მიტინგები საქტელერადიოს შენობასთან, ედპ-ის შტაბ-ბინასთან ჟურნალისტების, შემოქმედებითი ინტელიგენციისა და სხვათა მონაწილეობით. თბილისის ზღვის მიდამოებში განლაგდა ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი. 4-5 სექტემბერს ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი, რის შედეგადაც დაიჭრა რამდენიმე კაცი. 4 ოქტომბერს, სამთავრობო ჯარებსა და ოპოზიციის მხარდამჭერ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის შეტაკებებსშეტაკებების 4 ოქტომბერსდროს, რამდენიმე ადამიანის დაშავებაადამიანი მოჰყვადაშავდა. დააკავეს ედპ-ის ლიდერი გ. ჭანტურია, ჟურნალისტი გ. ხაინდრავა და სხვები. პოლიტიკური დაძაბულობა თბილისში ძლიერდებოდა.
 
ოპოზიცია მოითხოვდა პრეზიდენტის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. ხელისუფლება ოპოზიციისგან მოითხოვდა მორჩილებას და განიარაღებას. დაძაბულობამ დედაქალაქში კულმინაციას 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც თბილისის ცენტრში შემოვიდნენ ეროვნული გვარდიის დაუმორჩილებელი ნაწილი და "მხედრიონის" წევრები. მოხდა სისხლიანი შეტაკება. თბილისის ცენტრი საომარი მოქმედების ასპარეზად გადაიქცა.