მყინვარული ცირკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Circosabisko.jpg|მინი|მყინვარული ცირკი]]
[[ფაილი:Thornton Lakes 25929.JPG|მინი|]]
'''მყინვარული ცირკი''', სინ. '''მყინვარული კარი'''<ref>Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 2, J–Z. 2004.</ref><ref>Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.</ref> — სავარძლისებრი ჩაღრმავება [[ტროგი]]ს ზემო ნაწილში ან [[მყინვარი|მყინვარებით]] დაფარულ [[მთა|მთის]] კალთებზე. აქვს სამი მხრიდან ციცაბო, კლდოვანი ფერდობები და ჩაზნექილი ფსკერი. წარმოიქმნება ნივალური ჰავის პირობებში მყინვარის ან თოვლის ლაქების ზემოქმედებით, აგრეთვე [[ნივაცია|ნივაციით]]; ზოგჯერ მყინვარული ცირკი ამოვსებულია [[მყინვარი]]თ ან [[ფირნი]]თ; ზოგში სეზონური [[თოვლი]]ა დაგროვილი. მყინვარული ცირკის ევოლუციის შუა და ბოლო სტადიაზე ფსკერზე შეიძლება გაჩნდეს [[მყინვარული ტბა]], ჭაობი ან მდელო. ზომები ძლიერ ცვალებადია. საშუალოდ მისი სიგანეა 1-2 კმ, უკანა კედლის სიმაღლეა დაახლოებით 300 მ. თუმცა არსებობს გიგანტური ფორმებიც. მაგ., [[მაუნტ-ლისტერი|მაუნტ-ლისტერზე]] მდებარე უოლკოტის ცირკის სიგანეა 16 კმ, ხოლო კანა კედლის სიმაღლე 3 კმ. სტატისტიკის თანახმად, მყინვარული ცირკის სიგრძის შეფარდება მის სიღრმესან თითქმის ყოველთვის მოქცეულია 2,8-იდან 3,2-მდე ინტერვალში, თუმცა [[ბაფინის მიწა]]ზე ეს მაჩვენებელი უდრის 4,1-ს, ხოლო [[ანტარქტიკა]]ში 5,9-ს. მიჩნეულია, რომ ასეთი მიმართება ასახავს მყინვარული ცირკის სიმწიფის ხარისხს, ვინაიდან მისი სიგრძე სიღრმესთან შედარებით უფრო მალე იზრდება. ნამდვილი მყინვარული ცირკი წარმოიქნება მხოლოდ ამოფრქვეული და მეტამორფული ტიპის ქანებში. განაპირა მხარეს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები —რიგელი. ცირკის გაფართოების შემდეგ ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიკური ფორმა — [[კარლინგი]]. საქართველოში ცირკი ფართოდაა გავრცელებული. ხშირად იგი მყინვარული ტბებითაა დაკავებული (მაგ., [[ადუედააძიჟი]], [[ტანიეს ტბა]] და სხვა).
'''მყინვარული ცირკი''', სინ. '''მყინვარული კარი'''<ref>Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 2, J–Z. 2004.</ref><ref name="ГЛ">Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.</ref> — სავარძლისებრი ჩაღრმავება [[ტროგი]]ს ზემო ნაწილში ან [[მყინვარი|მყინვარებით]] დაფარულ [[მთა|მთის]] კალთებზე. აქვს სამი მხრიდან ციცაბო, კლდოვანი ფერდობები და ჩაზნექილი ფსკერი.<ref>გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.</ref>
 
წარმოიქმნება ნივალური ჰავის პირობებში მყინვარის ან თოვლის ლაქების ზემოქმედებით, აგრეთვე [[ნივაცია|ნივაციით]]; ზოგჯერ მყინვარული ცირკი ამოვსებულია [[მყინვარი]]თ ან [[ფირნი]]თ; ზოგში სეზონური [[თოვლი]]ა დაგროვილი. მყინვარული ცირკის ევოლუციის შუა და ბოლო სტადიაზე ფსკერზე შეიძლება გაჩნდეს [[მყინვარული ტბა]], ჭაობი ან მდელო.
 
ზომები ძლიერ ცვალებადია. საშუალოდ მისი სიგანეა 1-2 კმ, უკანა კედლის სიმაღლეა დაახლოებით 300 მ. თუმცა არსებობს გიგანტური ფორმებიც. მაგ., [[მაუნტ-ლისტერი|მაუნტ-ლისტერზე]] მდებარე უოლკოტის ცირკის სიგანეა 16 კმ, ხოლო კანა კედლის სიმაღლე 3 კმ. სტატისტიკის თანახმად, მყინვარული ცირკის სიგრძის შეფარდება მის სიღრმესან თითქმის ყოველთვის მოქცეულია 2,8-იდან 3,2-მდე ინტერვალში, თუმცა [[ბაფინის მიწა]]ზე ეს მაჩვენებელი უდრის 4,1-ს, ხოლო [[ანტარქტიკა]]ში 5,9-ს.<ref name="ГЛ" />
 
მიჩნეულია, რომ ასეთი მიმართება ასახავს მყინვარული ცირკის სიმწიფის ხარისხს, ვინაიდან მისი სიგრძე სიღრმესთან შედარებით უფრო მალე იზრდება. ნამდვილი მყინვარული ცირკი წარმოიქნება მხოლოდ ამოფრქვეული და მეტამორფული ტიპის ქანებში. განაპირა მხარეს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები — [[რიგელი]]. ცირკის გაფართოების შემდეგ ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიკური ფორმა — [[კარლინგი]].
 
[[საქართველო]]ში ცირკი ფართოდაა გავრცელებული. [[კოდორის ქედი]]სა და [[ეგრისის ქედი|ეგრისის ქედებზე]] რელიეფში კარგადაა შემონახული მყინვარული ცირკები. რამდენიმე ძველი მყინვარული ცირკია თავმოყრილი [[შდავლერის ქედი|შდავლერის ქედზე]] და სხვა. [[ქართლის ქედი|ქართლის ქედზე]], [[ჭიჩო|ჭიჩოს მთის]] ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი.
 
ხშირად მყინვარული ცირკი მყინვარული ტბებითაა დაკავებული (მაგ., [[ადუედააძიჟი]], [[ტანიეს ტბა]] და სხვა).
 
==სქოლიო==