ქვაბული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ქვაბული''' — [[დედამიწა|დედამიწის]] ზედაპირის [[რელიეფი]]ს უარყოფითი ფორმა, რომელსაც აქვს მეტ-ნაკლებად იზომეტრიული მოხაზულობა ან ოდნავ წაგრძელებულია. მორფოლოგიურად შეიძლება იყოს ბრტყელძირიანი, ჯამისებრი და სხვა. წარმოშობით — [[ტექტონიკა|ტექტონიკური]], [[ვულკანი|ვულკანური]], [[ეროზია (გეოლოგია)|ეროზიული]], [[მყინვარი|მყინვარული]], [[დეფლაცია (გეომორფოლოგია)|დეფლაციური]], [[კარსტი|კარსტული]] და სხვა.
 
ზღვის ფსკერის [[გეომორფოლოგია]]ში გამოყოფენ ''[[გარდამავალი ზონა|გარდამავალი ზონის]]'' ქვაბულებს, რომლებიც დაკავებულია გეოსინკლინური ზღვებით, და ოკეანურ ქვაბულებს, ''[[ოკეანის საგები]]ს'' ყველაზე დიდ უარყოფით ფორმებს. როგორც წესი მოზრდილი ქვაბულები ამოვსებულია [[წყალი|წყლით]], შესაბამისად წარმოიქმნება [[ტბა]].
 
[[საქართველო]]ში როგორც ტიპურ მთიან ქვეყანაში კარგად არის გამოხატული [[რელიეფი]]ს ჩადაბლებული ფორმები, რაც ხშირად [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიურ]] პროცესებთანაა დაკავშირებული. საინტერესო ისტორია აქვს მაგ., საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ მხარეში არსებული [[რიწა|დიდი რიწის]] ტბის ქვაბულს.
 
რიწის ტბის ქვაბული ეგზოტექტონიკურია და მისი წარმოქმნა დაკავშირებულია კლდეზვავთან, რომელმაც შეაგუბა მდინარე [[ლაშიფსა]] და შექმნა კავკასიის ერთ-ერთი ულამაზესი მთის ტბა. ანალოგიური ბედ-იღბალი განიცადეს საქართველოს სხვა ტბებმაც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვაბული“-დან