ცელა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Vistula Lagoon.jpg|მინი|ბალტიის ცელა]]
'''ცელა''' — [[ზღვა|ზღვის]] ან [[ტბა|ტბის]] ნაპირებზე ქვიშის, კენჭნარის ან ნიჟარების ვიწრო და დაბალი მონალექი ზოლი, რომელიც ერთი ბოლოთი უკავშირდება [[ხმელეთ|ხმელეთს]], ხოლო მეორეთი თავისუფლად ბოლოვდება [[აკვატორია|აკვატორიის]] ფარგლებში.<ref name="ქსე">{{ქსე|11|190||არა}}</ref>
 
აგებულია უმთავრესად რბილი მასალით — [[ქვიშა|ქვიშებით]], [[ღორღი]]თ, [[რიყნარი]]თ, [[კენჭი]]თა და [[ხრეში]]თ. წარმოიქმნება ნაპირის გამოყოლებით ნალექების გადაადგილებისა და დალექვის შედეგად; ზოგჯერ ნალექები ორი საწინააღმდეგო მიმართულების ნაპირისგასწვრივი დინების შეხვედრის ადგილას გროვდება. ასეთი ცელა სანაპირო ხაზის პერპენდიკულარულადაა შეჭრილი ზღვაში და ისარა ეწოდება. აღსანიშნავია [[კურშის ცელა]], [[ბალტიის ცელა]], [[არაბატის ცელა]], [[ჩუშკა]] და სხვა.<ref name="ქსე" /> ცელა, რომელიც გამოჰყოფს [[ყურე]]ს ან [[უბე]]ს, ეწოდება წანაყარი, ხოლო ისეთი ცელა, რომელიც აერთებს [[კუნძული|კუნძულსა]] და [[კონტინენტი|კონტინენტს]], ეწოდება [[ტომბოლო]].<ref>Александр Горкин // Энциклопедия «География». Часть 1. А – Л. С. 871.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცელა“-დან