ორმეფობა ქართლში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
!width = "42%" style=background:#efdead;|
!width = "8%" style=background:#efdead;| თუ რომელმან მეფემან რაოდენი წელი იმეფა

| align="center" style=background:#efdead;|
'''5508'''
| align="center" style=background:#efdead;|
'''284'''
| align="center" style=background:#efdead;| ქრისტესთ შობით
'''[[1]]'''
| align="center" style=background:#efdead;| '''ႨႠ.'''
იქმნა მეფე ადერკი პირველ ყოველსა ზედა ივერიასა პირველსა წელსა, ოდეს იგი იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამას აქვნდა მშვიდობა იმპერატორთა თანა რომისათა, რომელნიცა იყვნეს ჟამსა ამისა და ფრიად კეთილად განაგებდა ყოველსა ივერიასა, იყო მხნე, ახოვანი, ბრძენი და გონიერი, მშვიდი და მოწყალე. ამმისსავე მეფობას აშინა ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაეფლა და აღდგა და შემდგომად ექვსისა წლისა ქრისტეს ამაღლებისა მოვიდეს წმიდანი მოციქულნი ქადაგებად ქვემოსა შინა ივერიასა ანდრია და სიმონ კანანელი და ჰქადაგეს და მოაქცივნეს აფხათა და კოლხთა ერთაგანნი მრავალნი; ხოლო ანდრია პირველ-წოდებულმან მოვლნო რაოდენთამე ადგილთა შინა კავკასიისა და ზემოსა ივერიისათა და რომელთამე ადგილთა ზედა აღმართნა ჯვარნი. ადერკი განვლნა ჟამნი მეფობისა თჳსისა უშფოთველად და მანვე დაადგინნა ორნი ძენი თჳსნი ქართამ 1 და ბარტომ 2, რათა იქმნენ იგინი ორნივ ზოგად მეფენი ყოველსა ივერიასა ზედა, ოდეს ერთი უძღოდეს მხედრობათა, მეორე განაგებდეს შინაგანთა საქმეთა, ესრეთ სჯულ-უდვა მათ და ვინაჲდგან იყო დედისა, შთამომავლობისაგან არშაკუნიანი, ამისთვის გვარეულობაცა მისა იწოდა არშაკუნიანად.
| align="center" style=background:#efdead;|

'''43'''

| align="center" style=background:#efdead;| '''5551'''
| align="center" style=background:#efdead;| '''327'''
| align="center" style=background:#efdead;| '''[[44]]'''
| align="center" style=background:#efdead;| '''ႨႡ და ႨႢ.'''
იქმნა წელთა ამათ შინა ზოგადი მეფობა ყოველსა ივერიისა სამპყრობელოსა ზედა, რამეთუ ერთსა მას სამპყრობელოსა ჰყვათ ორი მეფე და ერთი იყო განმგებლობაჲ მათი, და იქმნესს ძენი ადერკისანი ქართამ პირველი და ბარტომ მეორე მეფედ. ქართამ პირველი შემდგომად ერთისა წლისა გარდაიცვალა და იქმნა ადგილსა მისსა ძეჲ მისი ფარსმან პირველი თანა-ზიარ მეფობისა ბარტომ მეორისა. ამათ აქვნდათ ბრძოლანი სხვასა და სხვასა ჟამსა მრავალნი. ვითარცა მოიხსენების ზემორე წიგნსა ამას შინა მოთხრობასა შინა ამათისა მეფობისასა და იყვნეს ესენი ურთიერთისა მიმართ ფრიადისა სიყვარულითა და ძლიერნი ძალით, ამათსა მეფობასა შინა ყოვლითურთ განდიდებულ და განძლიერებულ ივერია. და გარდაიცვალა ბარტომ მეორეცა ოცდა მერვესა შინა წელსა მეფობისა მისისასა და იქმნა მისწილ მეფედ ძე მისი კაოს პირველი თანა-ზიარ მეფისა ფარსმანისა. ხოლო მიტრიდატ ივერი იყო ძმაჲ ამა ფარსმან პირველისა, რომელიცა ჰფლობდა შეწევნითა რომაელთათა და ძმისა თჳსისა ფარსმანისათა დიდსა სომხითსა. შემდგომად კაოს პირველისა გამეფებისა კვალად იმეფა ფარსმანმან და კაოსმან ერთად ათხუთმეტი წელი; ხოლო ფარსმანმან იმეფა წელნი 43.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/65894/1/Teimuraz_Batonishvili_Istoria.pdf თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“], გვერდი 213</ref>
| align="center" style=background:#efdead;| '''ქართამმან იმეფა 1½'''

'''ბარტომმან იმეფა 28'''

'''კაოსმან 14'''

'''ზოგადად 44'''

| align="center" style=background:#efdead;| '''5595'''
| align="center" style=background:#efdead;| '''371'''
| align="center" style=background:#efdead;| '''[[87]]'''
| align="center" style=background:#efdead;| '''ႨႣ.'''
გამეფდეს ორნი ზოგად მეფენი აზორკ პირველი ძეჲ ფარსმან პირველისა და არმაზელ პირველი ძეჲ კაოს პირველისა; ამათ აქვნდათ განგრძობით ბრძოლა სომეხთა მიმართ. ამათ შეიპყრეს უკანასკნელთა შინა ბრძოლასა ძეჲ სომეხთა მეფისა ზარხე (ესე იგი ზარდე), პყრობილ-ჰყვეს ციხესა შინა დარიელისასა. მაშინ ძენი სომეხთა მეფისა არტასისანი: არტავაზდ, ტიგრან და სუმბატ მხედრობითა დიდითა მოვიდეს თრიალეთსა კერძოთა, აქედგან მეფენი აზორკ და არმაზელ მიეგებნეს დიდისა ძლიერებითა წინა-აღმდეგად მათდა. იქმნა მათ შორის მოციქულობა და არღარა იქმნა ბრძოლა, ვინაჲდგან სომეხთა ითხოვეს მშვიდობა და ძეჲ სომეხთა მეფისა ძმაჲ მათი ითხოვეს, ხოლო მეფემან აზორკ და არმაზელ სთხოვეს ციხენი სამზვრისა თჳსისანი, რომელიცა ზაკვით მიეღოთ სომეხთა, მოსცეს სომეხთა სრულიად ციხენი იგი სამზღვართანი, ქალაქი და ციხეჲ წუნდისა, დემოთისა და არტაანისა, და ამისთვის განათავისუფლეს ძე სომეხთა მეფისა ზარხე და მოიწვიეს მეფეთა აზორკმან და არმაზელმან სომეხთა მეფის ძენი, ისტუმრნეს, განუსვენეს და დაასაჩუქრეს იგინიცა და ყოველნივე მათნი მხლებნი და ესრეთ ჰყვეს მშვიდობა და წარვიდეს თჳს თჳსად. მიერიდგან ვერღარა იკადრეს სომეხთა წინა-აღმდეგი რაჲმე ივერიისა მეფეთა მიმართ და აქვნდათ მშვიდობა ურთიერთისა მიმართ.
| align="center" style=background:#efdead;|

'''32'''

| align="center" style=background:#efdead;| '''5627'''
| align="center" style=background:#efdead;| '''403'''
| align="center" style=background:#efdead;| '''[[199]]'''
| align="center" style=background:#efdead;| '''ႨႤ.'''
გამეფდეს ორნი ზოგად მეფენი: აზორკ პირველის ძეჲ დეროკ პირველი და არმაზელ პირველის ძეჲ ამზასპ პირველი, ესენი იყვნეს სიყვარულითა ერთმანერთისათა და განაგებდეს ყოველსა ივერიასა ფრიად კეთილად წარმატებასა შინა და მშვიდობასა.
| align="center" style=background:#efdead;|

'''8'''

| align="center" style=background:#efdead;| '''5636'''
| align="center" style=background:#efdead;| '''412'''
| align="center" style=background:#efdead;| '''[[128]]'''
| align="center" style=background:#efdead;| '''ႨႥ.'''
იქმნა ერთბაშად ორნი ესე მეფენი ყოვლისა ივერიასა ზედა ძეჲ დეროკისა ფარსმან მეორე ქველად ზედ-სახელდებული და ძეჲ ამზასპისა მირდატ პირველი; ხოლო იყო ჶარსმან ქველი ყოვლითა სიკეთითა აღსავსე, მხნე, ახოვანი, ბრძენი, გონიერი, მოწყალე, და კაცთმოყვარე, მიმტევებელი და მოსამართლე. ჰაეროვანი, შვენიერი და ესრეთი გმირი, რომელ წინა-პართა მისთა ყოველთავე მეფეთა უმჯობეს იყო; ხოლო მირდატ იყო კაცი ბოროტი, მემშურნე, მესისხლე და ანგაარი; ამისთვის მოიძულეს იგი ყოველთა ივერიელთა და შეიყვარეს ფარსმან ფრიად; ხოლო განიზრახა ესე მირდატმან, რათა მოკლას ღალატითა მეფე ფარსმან და იგრძნა ესე ფარსმან და იცევდა თავსა თჳსსა ბოროტ-შემთხვევისაგან მირდატისა; ამისთვის უმეტეს მოიძულეს იგი ივერიელთა და შეკრბეს დიდებულნი ივერიისანი და მრავლისა ბოროტისა მისისათვის განსდევნეს მირდატ ტახტით თჳსით თანა-ზიარებითისაგან მეფობისა და ივლტოდა მირდატ სპარსეთად. და იქმნა კვალად ერთმეფობაჲ სრულიად ივერიასა ზედა. მეორესა წელსა მეფობისა მისისასა იქმნა ესე და განიდევნა იგი.
| align="center" style=background:#efdead;|

Line 30 ⟶ 54:

== იხილეთ აგრეთვე ==
* [[ძველი ქართლის მეფეთა სია]]
* [[ორმეფობა საქართველოში]]