დინარა დედოფალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა თარგი
No edit summary
ხაზი 3:
 
==ცხოვრება==
[[რუსული მართლმადიდებლური ეკლესია|რუსულ საეკლესიო]] მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „[[იბერია|ივერიის]] დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ [[საქართველო]]ს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმინდა [[თამარ მეფე|მეფე თამარს]], მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „[[ქართლის ცხოვრება]]ს“ დაცული აქვს ცნობა [[ჰერეთიჰერეთის სამეფო|ჰერეთის]] დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ [[იშხანიკი|იშხანიკთან]] ერთად ჰერეთის ანუ [[ალბანეთი (კავკასია)|ალბანეთის]] მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-[[მონოფიზიტობა|მონოფიზიტთა]] საეკლესიო უღლისაგან [[X საუკუნე]]ში.
 
ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო [[ქართველური ტომები]]თ, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, [[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]] ვიდრე [[კასპიის ზღვა]]მდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც [[მოსე კალანკატუელი]]ს თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და [[ამიერკავკასია]]ში შემოდიოდნენ კასპიის ანუ [[დარუბანდის კარი]]თ, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს [[რუსეთი|რუსეთში]]. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმინდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.