ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
გვარი ნაკაშიძე პირველად XVI საუკუნეში იხსენიება. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იხსენიება [[ვახტანგ I გურიელი]]ს დარბაზის ერში. იმავე მამუკა ნაკაშიძეს იხსენიებს XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]]. მამუკა ნაკაშიძე და მისი ოჯახის წევრები იხსენიებიან [[ციხისფერდი|ციხის]] ღვთისმშობლის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატისა და ფრესკულ წარწერებში. ეს ეკლესია მამუკა ნაკაშიძემ ააშენებინა, მოახატინა და ხატიც ოქროთი დააფერინა. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ ნახა ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]],'' „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref> მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი. ეს უკანასკნელი [[მამია II გურიელი]]ს ერთგულებით მოკვდა. მამუკა ნაკაშიძეს უკავშირდება ნაკაშიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება
 
ნაკაშიძეების სათავადო მოიცავდა სოფლებს [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი|ციხე]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]]. ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სანაპირო ზოლის ნახევარი, მათი მონახევრეები კი [[გურიელები]] იყვნენ. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს [[ჩოჩხათი|ჩოჩხათში]], [[ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ზედუბანში]], [[ლანჩხუთი|ლანჩხუთში]], [[გოგორეთი|გოგორეთში]], [[ასკანა]]ში, ხარაულში, [[ოქროსქედი|ოქროსქედში]], [[ვაკიჯვარი|ვაკიჯვარსა]] და [[გამოჩინებული|გამოჩინებულში]], მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე [[ნატანები]]ს ქვემო წელზე.
 
XVII საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრებმა ბეჟან ნაკაშიძემ, რომელიც იყო [[მამია III გურიელი]]ს დესპანი სტამბოლში, დაუდო სათავე კალიგრაფოსთა სკოლას [[ციხისფერდი]]ს ღვთისმშობლის ეკლესიაში. 1689-171 წლებში იხსენიება თავადი გიორგი ნაკაშიძე. XVIII საუკუნეში ლანჩხუთში ნაკაშიძეებს მამულები წაართვა [[მამია IV გურიელი|მამია IV გურიელმა]], მაგრამ [[გიორგი V გურიელი|გიორგი V გურიელმა]] ეს მამულები ნაკაშიძეებს დაუბრუნა. ამავე საუკუნეში დვაბზუელმა მამუკა ბერიძემ უძეობის გამო იშვილა ნაკაშიძეების სახლიკაცი საყვარელი და მამულები ნაკაშიძეებს უანდერძა. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ. [[გურიის სამთავრო]]ს გაუქმების შემდეგ, 1830 წელს გაუქმდა ნაკაშიძეების სათავადოც. მიუხედავად ამისა, ნაკაშიძეების საგვარეულოს წევრები 1837 წლამდე არ გაყრილან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან