შელფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''შელფი''', '''კონტინენტური მეჩეჩი''' ({{lang-en|shelf}}) — [[კონტინენტის წყალქვეშა კიდე|კონტინენტის წყალქვეშა კიდის]] მოსწორებული ნაწილი, რომელიც ეკვრის [[ხმელეთი|ხმელეთს]]. ახასიათებს მომიჯნავე ხმელეთის მსგავსი გეოლოგიური აგებულება. შელფის საზღვრებია — [[ზღვა|ზღვის]] ან [[ოკეანე|ოკეანის]] ნაპირი და გნდე. წყლის სიღრმე გნდის თავზე დაახლოებით 100-200 მ-ია (ზოგჯერ 500-1500 მ, მაგალითად, [[ოხოტის ზღვა|ოხოტის ზღვის]] სამხრეთ ნაწილისა და [[ახალი ზელანდია|ახალი ზელანდიის]] შელფებზე).<ref>{{ქსე|10|707-708||არა}}</ref>
 
შელფი როგორც ისტორიულ-გეოლოგიური კატეგორია არსებობდა ყველა გეოლოგიურ პერიოდში. შელფის [[გეომორფოლოგია|გეომორფოლოგიური]] საზღვრებია სანაპირო ხაზი და ზედაპირის გადახრა, რომლის ქვემოთ მკვეთრად მატულობს ზღვის სიღრმე.<ref name="Ахромеев" />
ყველაზე განიერი შელფი [[ევრაზია|ევრაზიის]] ჩრდილოეთითაა, [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ჩრდილო სანაპიროსთან, აგრეთვე [[ბერინგის ზღვა|ბერინგის]], [[ყვითელი ზღვა|ყვითელ]], [[აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა|აღმოსავლეთ ჩინეთის]] და [[სამხრეთ ჩინეთის ზღვა|სამხრეთ ჩინეთის ზღვებში]].<ref name="Ахромеев" />
 
შელფის საერთო ფართობი დაახლოებით 32 მლნ. კმ²-ია. ამასთანავე იგი იკავებს [[ოკეანე|მსოფლიო ოკეანის]] ფართობის 8,6%-ს. ყველაზე ვრცელია ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილის მომიჯნავე შელფი, რომლის სიგანე 1,5 ათ. კმ-ს აღწევს. მეტად განიერი შელფი გვხვდება ასევე [[ბერინგის ზღვა]]ში, [[ჰუდსონის ყურე]]ში, [[სამხრეთ ჩინეთის ზღვა]]ში და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ჩრდილოეთ სანაპიროებზე.<ref name="Ахромеев">Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,</ref>
 
იყოფა: გარე და შიგა ზონებად. შელფის კიდის სიღრმე იცვლება 20-550 მ-მდე, ჩვეულებრივ 200 მ-მდე, საშუალოდ შეადგენს 133 მ-ს. თუ შელფის კიდე ძლიერ დანაწევრებულია და ხასიათდება ისეთი სიღრმეებით, რომლებიც განსხვავდება ტიპიური შელფისგან, ასეთი ზონებისთვის მიღებულია ტერმინი ბორდერლენდი. შელფის შიგა ზონა ეკვრის სანაპირო ხაზს და წარმოდგენილია რთული, არასწორი ზედაპირით და აბრაზიული სუსტად გადამუშვებული სუბაერალური ან ზოგჯერ ტექტონიკური წარმოშობის რელიეფით[[რელიეფი]]თ, რომელიც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, დაძირულია მნიშვნელოვან სიღრმეზე.<ref>გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.</ref>
 
[[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] 110-160 მ სიღრმის შელფი მაქსიმალურ სიგანეს (200 კმ-ზე მეტი) ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში აღწევს. დანარჩენ რაიონებში შელფის სიღრმე 110 მ-ზე ნაკლებია, სიგანე 10-15-იდან 2,5 კმ-მდე ([[თურქეთი]]ს ნაპირთან). შავ ზღვაში შელფი მთავრდება საშუალოდ 90-110 მ სიღრმეზე და მხოლოდ სევასტოპოლისა და იალტის სამხრეთით 140-160 მ-ზე. შავი ზღვის ფსკერის 24 % მოდის შელფზე. შავი ზღვის შელფის სიგანე ზღვის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვაგვარია.<ref>Вылканов А., Данов Х. Черное море. Ленинград: Гидрометеоиздат, გვ. 408. 1983 г.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შელფი“-დან