კუნთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
==კუნთის პათოლოგია==
კუნთის პათოლოგია ვლინდება შეკუმშვის ფუნქციის და ტონუსის განვითარებისა და შენარჩუნების უნარის [[ატონია|დარღვევით]], რასაც ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების მოშლა მოსდევ. კუნთოვანი ორგანოების პათოლოგიის მიზეზი შეიძ₾ება იყოს
 
 
 
 
 
 
 
 
ყველა მათგანს კუნთოვანი უჯრედის ერთი საერთო თვისება აერთიანებს:
მკვეთრად იცვალოს ზომა და ფორმა - შეკუმშვისას დამოკლდეს და მოდუნებისას
დაგრძელდეს. ტიპური ჩონჩხის კუნთი მილიონობით კუნთოვანი უჯრედისაგან შედგება,
რომელთაც წაგრძელებული ფორმის გამო ბოჭკოებს უწოდებენ. ბოჭკოებში უამრავი
წვრილი, კუმშვადი ცილოვანი ძაფია, რომელსაც მიოფიბრილები ეწოდება. სწორედ
ისინი განაპირობებენ კუნთოვანი ბოჭკოს ფუნქციას.
ბოჭკოები ცალკეულ კონებად იკვრება. კონებს გარს ეკვრის შემაერთებელი
ქსოვილის ფენა. ათასობით ასეთი კონა კუნთს ქმნის. კუნთი, რომელიც მტკიცე,
სრიალა შემაერთებელ ქსოვილოვან გარსშია გახვეული, ძვლებზე მიმაგრებულია
მყესების საშუალებით. როგორც წესი, ჩონჩხის კუნთის ბოლოები სხვადასხვა ძვალს მტკიცედ
ემაგრება, ამიტომ მისი შეკუმშვისას ძვლები ერთმანეთს უახლოვდება.
სახსარში ძვლების მოძრაობას უზრუნველყოფს ურთიერთსაწინააღმდეგოდ
მოქმედი (ანტაგონისტი) კუნთების ორი ჯგუფი - მომხრელი და გამშლელი კუნთები.
იდაყვის სახსარის ორთავა (მომხრელი) და სამთავა (გამშლელი) კუნთები
უზრუნველყოფენ ხელის სხვადასხვა მოძრაობებს.
ორთავა კუნთი შეკუმშულია ხელის მოხრის დროს, ხოლო სამთავა კუნთი კი
ამ დროს მოდუნებულია. ხელის გაშლის დროს კი პირიქით, მუშაობას ასრულებს
სამთავა კუნთი. მომხრელი და გამშლელი კუნთები შესაძლოა ერთდროულად მოდუნებულ
მდგომარეობაში იყოს. მაგ: სხეულის გასწვრივ თავისუფლად ჩამოშვებული ხელი
მოდუნებულია. იმ შემთხვევაში თუ ჰორიზონტალურად გაწვდილ ხელში საწონს ან
ჰანტელს დავიჭერთ, შევნიშნავთ, რომ სახსრის მომხრელი და გამშლელი კუნთები
ერთდროულად არის შეკუმშული. კუნთოვანი უჯრედის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მასში მიტოქონდრიების დიდი რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ უჯრედს
ენერგიის დიდი მარაგი ესაჭიროება. მუშაობისთვის საჭირო ენერგიას კუნთი
ნახშირწყლების წვისას გამოიმუშავებს. გაძლიერებული მუშაობისას ზოგჯერ
ნახშირწყლები ბოლომდე დაშლას ვერ ასწრებს და კუნთში მათი დაშლის
შუალედური პროდუქტი - რძემჟავა გროვდება, რაც კუნთის ტკივილს იწვევს.
შეუწუხებიხართ როდისმე სლოკინს? მას დიაფრაგმის სწრაფი, ხშირი
შეკუმშვა იწვევს. ეს დიდი თაღისმაგვარი კუნთი მკერდისა და მუცლის ღრუს
მიჯნავს ერთმანეთისაგან. თავისუფალი კიდეებით ის მკერდის ძვალს, ნეკნებსა და
მალებს უკავშირდება. მისი შეკუმშვისას კიდეები პარაშუტის თოკებივით ქვემოთ
ეწევიან კუნთს და თაღი ბრტყელდება. დიაფრაგმა მუცლის კუნთებთან ერთად ხველების, ცემინებისა და სიცილის პროცესშიც მონაწილეობს.
 
== სახის კუნთები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კუნთები“-დან