კუნთები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:Gustaf Wennman-Anatomical poster.jpg|right|thumb|ადამიანის კუნთების სისტემა (გ. ვიენმანი, 1920)]]
'''კუნთები''' ({{lang-lat|musculus}}) – [[ადამიანი]]ს და [[ცხოველი|ცხოველების]] სხეულის ნაწილი, რომელიც შედგება [[კუნთოვანი ქსოვილი]]საგან და აქვს [[ნერვული იმპულსი]]ს გავლენით შეკუმშვის უნარი, რაც უზრუნველყოფს მთელი სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილის მოძრაობას. უხერხემლო ცხოველთა უმრავლესობის კუნთებს ქმნის გლუვი კუნთოვანი ქსოვილი, ადამიანის, ხერხემლიანი და ფეხსახსრიანი ცხოველებისას კი — განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილი; გლუვი კუნთოვანი ქსოვილი შინაგანი ორგანოების კედლის შრეებშია და ცალკე კუნთებს არ ქმნის.
ყოველ კუნთს აქვს კუნთოვანი მუცელი და მყესოვანი ბოლოები, რომლითაც იგი დამაგრებულია ჩონჩხის ელემენტებზე. განიერი კუნთის მყესს [[აპონევროზი]] ეწოდება.
კუნთებს განასხვავებენ ფორმის, ზომის, მიმაგრების ადგილის და სიფართის, მათში ბოჭკოების რაოდენობის, სიგრძის, განლაგების, სტრუქტურული და ფიზიოლოგიური თვისებების, დანიშნულებისა და სხვა თავისებურებათა მიხედვით: მაგალითად, ფორმის მიხედვით განასხვავებენ მოკლე, გრძელ, ფართო და წვრილ კუნთებს; ბოჭკოების განლაგების მიხედვით — ფრთისებრ, ნახევარფრთისებრ, მარაოსებრ და სხვა კუნთებს; ფუნქციის მიხედვით — მომხრელს, გამშლელს, განმზიდველს, შიგნით მბრუნველს (პრონატრონს) და გარეთ მბრუნველს (სუპინატორს), მომჭერს (კონსტრიქტორს), გამაფართოებელს (დილატატორს) და სხვა. სხეულის ერთი და იმავე ნაწილის საპირისპირო მოძრაობის შემსრულებელ კუნთებს ანტაგონისტები ეწოდება (მომხრელები — გაშლელები, პრონატორები — სუპინატორები), ერთსა და იმავე მოძრაობის შემსრულებელ რამდენიმე კუნთს — სინერგისტები.
კუნთების შექმნაში მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ქმნის გარსებს თითოეული ბოჭკოს, ბოჭკოების კონის და მთელი კკუნთის ირგვლივ (ენდომიზიუმი, პერიმიზიუმი და ეპიმიზიუმი ანუ ფასცია); კუნთების შემაერთებელი ქსოვილი უხვად მარაგდება სისხით. ყოველი ბოჭკო ინერვირდება მამოძრავებელი ნერვის ტოტით (რომელიც მის ზედაპირზე ე. წ. მოტორულ ბალთას ქმნის) და მგრძნობიარე ნერვის ტოტით (რომელიც ბოლოვდება რამდენიმე ბოჭკოს შორის ჩართულ, ე. წ. ნევრკუნთოვან თითისტარზე). კუნთების უმრავესობას სიმპათიკური ინერვაციაც აქვს.
== საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოები ==
|