სულხან-საბა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა '{{DEFAULTSORT:ორბელიანი, სულხან-საბა}} კატეგორია:დაბადებულ...'-ით
5.178.236.58-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{მმ*|ორბელიანი}}
{{ინფოდაფა პიროვნება
|სახელი = სულხან-საბა ორბელიანი
|მშობსახელი =
|პორტრეტი = სულხან-საბა ორბელიანი.jpg
|ზომა =
|ფოტოს_სიგანე = 270პქ
|წარწერა = სულხან-საბა ორბელიანი
|დაბსახელი =
|დაბ თარიღი = [[24 ოქტომბერი]]/[[3 ნოემბერი]], [[1658]]
|დაბ ადგილი = [[ტანძია]], ახლანდელი [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი]]
|მოღვაწეობა =
|გარდ თარიღი = [[6 თებერვალი]], [[1725]]
|გარდ ადგილი = [[მოსკოვი]], [[რუსეთი]]
|დაკრ ადგილი =
|განათლება =
|ალმა-მატერი =
|საქმიანობა = [[მწერალი]]<br />[[მეცნიერი]]<br />[[პოლიტიკური მოღვაწე]]
|მოქალაქეობა =
|ქვეშევრდომობა =
|ეროვნება =
|რელიგია =
|მამა = [[ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანი|ვახტანგი]]
|დედა = თამარი
|მეუღლე = თამარ [[ჯაყელი]]
|შვილები =
|ჯილდოები =
|საიტი =
|სხვადასხვა =
|ხელმოწერა = Sulkhan_signature.svg
}}
'''სულხან-საბა ორბელიანი''' (ერისკაცობაში ''სულხან ორბელიანი'', ბერად დაერქვა — ''საბა''; დ. [[3 ნოემბერი]] <small>[ძვ. სტ. 24 ოქტომბერი]</small>, [[1658]], [[ტანძია]], ახლანდელი [[ბოლნისის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[6 თებერვალი]] <small>[ძვ. სტ. 26 იანვარი]</small>, [[1725]], [[მოსკოვი]], [[რუსეთი]]) — [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე.
 
== ბიოგრაფია ==
სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ [[ტანძია]]ში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — [[ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანი|ვახტანგი]], [[ქართლის სამეფო]]ს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი, [[ზაალ არაგვის ერისთავი]]ს ასული. სამეფო კარზე, რომელიც [[კულტურა|კულტურისა]] და [[განათლება|განათლების]] ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, [[ვახტანგ V]]-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე [[გიორგი XI]]). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის ([[ვახტანგ VI]]) აღზრდა.
 
ორბელიანი ჭაბუკობიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და [[გიორგი XI]]-ისა და, მოგვიანებით, [[ვახტანგ VI]]-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. [[1688|1688 წელს]], როცა ირანის შაჰმა [[გიორგი XI]]-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა [[ქართლი|ქართლს]]. ერთხანს [[იმერეთი|იმერეთში]], შემდეგ [[სამცხე]]ში იმყოფებოდა. [[1698]] წლის 18 მარტს, როგორც ჩანს, პოლიტიკურ მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა [[გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი|დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში]]. [[1703]] წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის, [[ვახტანგ VI]]-ის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[იტალია]]ში ([[1713]]–[[1716]]). 1710 წლის 1 დეკემბრიდან 1711 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ხვარასანში, ქაიხოსრო მეფესთან. სამშობლოში დაბრუნდა 1711 წლის 11 მაისს. 1712 წლის 23 აპრილიდან - 2 ნოემბრამდე ვახტანგ მეფესთან ერთად ისპაჰანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნდა 20 დეკემბერს. 1713 წლის 17 აგვისტოს საფრანგეთში „გაიპარა“, მოიარა პარიზი, ჟენევა, სიცილია და რომი. შეხვდა რომის პაპს კრანდუკს. უკან მობრუნებულს რომის პაპმა წმინდა ჯვრის ნაწილი, წმინდა კლემენტოს თავი და და სხვა მრავალი ნაწილი უბოძა. 1715 წლის 19 იანვარს კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც შეუდგა „ლექსიკონის“ წერას, რომელიც 1716 წლის 20 იანვარს დაასრულა.
 
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო [[კათოლიციზმი|კათოლიკური აღმსარებლობა]]. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთ ევროპასთან]] პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს [[ლუი XIV]]-ს და რომის პაპს [[კლიმენტი XI]]-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან [[ვახტანგ VI]]-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში. ბერის სამოსით შემოსილი ეძებდა გზებს ქვეყნის ოსმალეთისგან გასანთავისუფლებლად (სულხანი 1698 წელს ბერად აღიკვეცა [[დავითგარეჯა|დავითგარეჯის მონასტერში]]. ამ დროიდან იწოდება იგი სულხან-საბად).
 
[[1724|1724 წელს]], როცა [[ვახტანგ VI]]-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან [[მოსკოვი|მოსკოვში]] წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი [[მოსკოვი|მოსკოვში]] მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს [[ვსესვიატსკოეს სასაფლაო|ვსესვიატსკოეში]].<ref>[http://geo.interpressnews.ge/ge/kultura/181325-sulkhan-sabas-saflavis-mdgomareobasthan-dakavshirebith-gavrcelebul-informacias-kulturis-saministroshi-ar-floben.html სულხან-საბას საფლავის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას კულტურის სამინისტროში არ ფლობენ // InterPressNews]</ref><ref>[http://geo.interpressnews.ge/ge/kultura/181303-saqarthvelos-seqcias-sulkhan-sabas-saflavis-mdgomareobis-shesakheb-informaciis-garkveva-gautcirdeba.html საქართველოს სექციას სულხან-საბას საფლავის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევა გაუჭირდება // InterPressNews]</ref>
 
== შემოქმედება ==
ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა [[მეცნიერება|სამეცნიერო დარგების]] განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, [[1685]]–[[1716]]), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, [[ლექსიკა|ლექსიკის]] განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
 
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „[[სიბრძნე სიცრუისა]]“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, [[1686]]–[[1695]]). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, [[ფაბულა]] აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, [[იგავ-არაკი|იგავ-არაკთა]] მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ [[ფოლკლორი]]დან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. [[ჰუმანიზმი]], მეგობრობის მაღალი ოდეალები, [[ადამიანი]]ს პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ [[საქართველო]]ს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.
[[ფაილი:Bolnisi, Sulkhan Saba Orbeliani monument.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|სულხან-საბას ძეგლი [[ბოლნისი|ბოლნისში]]]]
 
„[[სიბრძნე სიცრუისა]]“ აღადგენს ქართული პროზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია [[რუსული ენა|რუსულ]] (1878), [[ფრანგული ენა|ფრანგულ]] (1888), [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] (1895), [[გერმანული ენა|გერმანულ]] (1933) და სხვა ენებზე.
 
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო [[საფრანგეთის ქალაქები]], მათ შორის [[პარიზი]]. შემორჩენილია მხოლოდ [[იტალია|იტალიის]] და [[თურქეთი]]ს ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.
 
ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის [[ჰიმნოგრაფია|ჰიმნოგრაფიული]] თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით [[ბიბლია|ბიბლიის]] შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად დაასრულა [[ვახტანგ VI]]-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა „[[ქილილა და დამანა]]ს“ საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში [[ვახტანგ VI]]-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული [[სპარსული ენა|სპარსული]] ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.
 
== საინტერესო ფაქტები ==
* [[2004]] წელს დაწესდა ქართული დიპლომატიის დღე, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება და ყოველწლიურად, 3 ნოემბერს აღინიშნება.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|7|558-559|ცაიშვილი ს.}}
*''ბარამიძე ა.,'' სულხან-საბა ორბელიანი, თბ., 1959;
*''კეკელიძე კ.,'' ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
*''ლოლაშვილი ი.,'' სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713), თბ., 1959;
*''მენაბდე ლ.,'' სულხან-საბა ორბელიანი, თბ., 1953;
*სულხან-საბა ორბელიანი. 1658-1958. საიუბილეო კრებული, თბ., 1959;
*სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებული, 1959;
*''ტაბაღუა ი.,'' საქართველოს-საფრანგეთის ურთიერთობა (XVIII საუკუნის პირველი მეოთხედი), თბ., 1972;
*''ქუთათელაძე ლ.'', სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის რედაქციები (ავტოგრაფების მიხედვით), თბ., 1957;
*''ჯიბლაძე გ.,'' ესთეტიკური თეორიის საკითხები, თბ., 1961;
*''საქართველოს მეცნიერებათა აკადემია'', სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, თბ., 1993, ტ. II
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{ვიკიციტატა}}
{{commonscat|Sulkhan-Saba Orbeliani}}
*[http://www.nplg.gov.ge/geo/history/4_noemberi__daibada_sulxan-saba_orbeliani/id263 სულხან-საბა ორბელიანი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]
*[http://www.georoyal.ge/?MTID=101&TID=78&id=665 სულხან-საბა ორბელიანი - მოგზაურობა ევროპაში (ნაწყვეტი)]
* [http://www.allgeo.org/index.php/ka/2018-12-12-16-13-02/2018-12-12-17-16-25 სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედება Allgeo.org-ზე]
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ორბელიანი, სულხან-საბა}}
Line 12 ⟶ 92:
[[კატეგორია:ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ორბელიანები|სულხან-საბა]]
დებილობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
 
<br />