ვულკანური კრატერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|კრატერი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Mount Cameroon craters.jpg|მინი|300პქ|ვულკან კამერუნის კრატერი ([[აფრიკა]]).]]
'''ვულკანური კრატერი''' ({{lang-grc|κρατήρ|kraterkratēr|დიდი ჯამი}}) — [[დედამიწა|დედამიწის]] [[ხმელეთი|ხმელეთზე]] წარმოქმნილი ჯამისებრი ან ძაბრისებრი ღრმული. ჩნდება ვულკანური ამოფრქვევის შედეგად. დიამეტრი ათეული [[მეტრი]]დან რამდენიმე [[კილომეტრი|კილომეტრამდე]]. სიღრმე რამდენიმე მეტრიდან ასეულ მეტრამდე. კრატერის დიამეტრი იშვიათად აჭარბებს 2-2,5 კმ-ს, რითაც განსხვავდება [[კალდერა|კალდერისგან]]. კრატერის პირველეული ფორმა, რომელშიც იგულისხმება ვულკანისა და კრატერის კავშირი, წარმოადგენს [[მაარი|მაარს]] — დედამიწის ზედაპირის ჩაღრმავებას, რომელიც გარშემორტყმულია ვულკანური წარმოშობის ფხვიერი დაბალმთიანი ბორცვებით.
 
განასხვავებენ კონუსისებურ და ფარისებურ ვულკანურ კრატერებს. კონუსისებრი ვულკანური კრატერის კედლები ხშირად ციცაბო და კლდოვანია. ფსკერი დაფარულია ფხვიერი მასალით. მოქმედი ვულკანების კრატერებისთვის დამახასიათებელია [[ფუმაროლები|ფუმაროლური]] ამონთხევები. ფსკერი მთლიანად იმ შემთხვევაში იფარება, თუ ფიქსირდება პაროქსიზმული ერუფცია. ფარისებრი ვულკანების კრატერი განირჩევა დიდი ზომით. კედლები ვერტიკალურია ან ტერასულ-საფეხურებისებრი, ფსკერი ბრტყელი, დაკავებულია [[ლავა|ლავით]]. აღსანიშნავია, რომ კრატერს ყველა [[ვულკანი]] არ ტოვებს.