პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 8:
გამოყოფენ სტრუქტურულ პლატოებს, რომელიც აგებულია ჰორიზონტალური ან სუსტად დისლოცირებული ქანებით; [[ვულკანური პლატო|ვულკანურ ან ლავურ]] და დენუდაციურ პლატოებს (უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება აზევებული დენუდაციური ვაკეები მკაფიოდ გამოხატული კიდეებით), აგრეთვე მთის პლატოებს — მთიანი მხარეების შიგა ნაწილების მოსწორებულ ტერიტორიებს, რომლებიც დაფარულია გარემომცველი მთების ნგრევის უხვი პროდუქტებით.<ref name="გმ" />
 
მაღლა განლაგებული პლატო ხშირად შედის [[ზეგანი|ზეგნისა]] და [[მთიანეთი]]ს შემადგენლობაში. პლატოს [[რელიეფი]] განირჩევა [[ქვაბული|ქვაბულების]], [[სერი (გეომორფოლოგია)|სერების]], [[ბორცვი|ბორცვებისა]] და [[კანიონი]]სებრი ხეობების ერთობლიობით. გამოიყოფა აგრეთვე წყალქვეშა პლატო.<ref name="გმ" />
 
სტრუქტურულ პლატოს მიეკუთვნება [[უსტიურტის პლატო|უსტიურტი]], ვულკანურს — [[სომხეთის მთიანეთი]], დენუდაციურს — უდაბნო [[ბეთფაყ-დალა]], მთის — აღმოსავლეთ პამირის ცალკეული მონაკვეთები.<ref>Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.</ref> [[საქართველო]]ში ფართოდ არის გავრცელებული ვულკანური პლატოები. ამ მხრივ, აღსანიშნავია [[ახალქალაქის პლატო]], [[გომარეთის პლატო]], [[დმანისის პლატო]], [[ჭოჭიანის პლატო]] და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლატო“-დან