პლატო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
პლატო წარმოიშობა ოდესღაც უფრო მაღალი და კონტრასტული [[რელიეფი]]ს ნგრევისა და მოსწორების შედეგად, თანაც ამგებელი ქანების (დანალექი, ვულკანური) წოლა მეტწილად ჰორიზონტალური ან მონოკლინურია. ნოტიო ჰავის პირობებში პლატო ხშირად დანაწევრებულია და დაყოფილია ღრმა [[კანიონი]]სებური [[ხეობა|ხეობებით]] და მოკლებულია ფხვიერ ნაფენებს, მშრალ მხარეებში კი პლატოს ზედაპირები დაფარულია ღორღის საფრით; აქა-იქ აღმართულია კუნძულთა მთები.<ref name="გმ" />
 
გამოყოფენ სტრუქტურულ პლატოებს, რომელიც აგებულია ჰორიზონტალური ან სუსტად დისლოცირებული ქანებით; [[ვულკანური პლატო|ვულკანურ ან ლავურ]] და დენუდაციურ პლატოებს (უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება აზევებული დენუდაციური ვაკეები მკაფიოდ გამოხატული კიდეებით), აგრეთვე მთის პლატოებს — მთიანი მხარეების შიგა ნაწილების მოსწორებულ ტერიტორიებს, რომლებიც დაფარულია გარემომცველი მთების ნგრევის უხვი პროდუქტებით.<ref name="გმ" />
 
მაღლა განლაგებული პლატო ხშირად შედის [[ზეგანი|ზეგნისა]] და მთიანეთის[[მთიანეთი]]ს შემადგენლობაში. პლატოს [[რელიეფი]] განირჩევა ქვაბულების, სერების, ბორცვებისა და [[კანიონი]]სებრი ხეობების ერთობლიობით. გამოიყოფა აგრეთვე წყალქვეშა პლატო.<ref name="გმ" />
 
სტრუქტურულ პლატოს მიეკუთვნება [[უსტიურტის პლატო|უსტიურტი]], ვულკანურს [[სომხეთის მთიანეთი]], დენუდაციურს უდაბნო [[ბეთფაყ-დალა]], მთიანსმთის — აღმოსავლეთ პამირის ცალკეული მონაკვეთები.<ref>Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.</ref> [[საქართველო]]ში ფართოდ არის გავრცელებული ვულკანური პლატოები. ამ მხრივ, აღსანიშნავია [[ახალქალაქის პლატო]], [[გომარეთის პლატო]], [[დმანისის პლატო]], [[ჭოჭიანის პლატო]] და სხვა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პლატო“-დან