მთის მასივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''მთის მასივი''' — შედარებით იზოლირებულად აზიდული და სუსტად დანაწევრებული მთიანი კომპლექსი ან მთათა კვანძი, რომლის სიგრძე და სიგანე გეგმილში დაახლოებით ერთნაირია. მთის მასივი მეზობელი მთებისაგან გამოყოფილია ფართო და ღრმა [[ხეობა|ხეობებით]]. არსებობს ტექტონიური, ვულკანური, კარსტული და სხვა წარმოშობის მთის მასივები.
 
მთის მასივი როგორც წესი, სუსტად არის დანაწევრებული, აქვს მკვეთრად გამოხატული მორფოლოგიური მთლიანობა. მთის მასივს უწოდებენ აგრეთვე ზედაპირზე ძველ, კრისტალურ საფუძლისსაფუძვლის მქონე ბაქნების ფუნდამენტის გამოსავალს, რომელსაც უფრო მცირე ფართობი უკავია, ვიდრე კრისტალურ ფარს.
 
ცნობილია [[მონბლანის მასივი]], რომელიც დაგვირგვინებულია მწვერვალ [[მონბლანი]]თ, [[ვინსონის მასივი]] ანდარქტიდაში და სხვა. საკმაოდ ვრცელია [[ჩეხეთის მასივი]], რომელიც დაახლოებით 500 კმ-ზეა გადაჭიმული.
 
მთის მასივე ფართოდ გვხვდება [[კავკასონი|კავკასიონსა]] და [[მცირე კავკასიონი|მცირე კავკასიონზეც]]. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ვულკანური წარმოშობის იალბუზის მასივი, რომლის საფუძვლის დიამეტრია 15 კმ. აღმოსავლეთ კავკასიონზეა მყინვარწვერის ვულკანური მასივი, რომლის ფართობი დაახლოებით 80 კმ². მისთვის დამახასიათებელია ძალიან ბევრი [[მიწისძვრა]], მიკრო-ბიძგები და მძლავრი გამყინვარება.
 
კარსტული მასივებიდან მნიშვნელოვანია [[არაბიკა]], სადაც გამომუშავებულია მსოფლიოს უღრმესი [[ვერიოვკინის მღვიმე]] და [[ასხის მასივი]]. მცირე კავკასიონზეა [[ლოქის კრისტალური მასივი]], რომელზედაც საქართველოს უძველესი ქანებია გაშიშვლებული.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთის_მასივი“-დან