ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

X საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, [[978]] წელს ქუთაისში გაერთიანებულ [[საქართველო]]ს მომავალი მეფის [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის კურთხევის შემდეგ იგი ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქი, ხოლო „ქუთათელი - საქართველოს მეფეთა მაკურთხებელიცა და მესაფლავეც გახდა“. საქართველოს იმჟამინდელი დედაქალაქისთვის ახალი სამღვდელმთავრო კათედრალი [[1003]] წელს ააშენა მეფე ბაგრატმა. ქუთაისი [[1122]] წლამდე, [[დავით IV|დავით აღმაშენებლის]] მიერ თბილისის აღებამდე, საქართველოს დედაქალაქად ითვლებოდა და ამის შემდეგაც [[რუსუდანი]]ს, [[დავით VI|დავით ნარინისა]] და სხვათა მეფობისას იგი საქართველოს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა.
 
დაწინაურებული საქუთათელო სამწყსოს მთლიანობამ [[XV საუკუნე]]მდე გასტანა. XV საუკუნიდან კი, გურიის დამოუკიდებელ სამთავროდ ჩამოყალიბების შემდეგ, გურიელმა ერისთავმა ქუთათელს ეპარქიულად განაშორა ძველი სამწყსო და აქ მისგან დამოუკიდებელი სამი სამღვდელმთავრო კათედრა - შემოქმედი[[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]], [[ჯუმათის საეპისკოპოსო|ჯუმათი]], [[ხინოწმინდის საეპისკოპოსო|ხინოწმინდა]] - შექმნა. XVI საუკუნის 30-იან წლებში კი იმერთა მეფემ [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]] - ([[1510]]-[[1565]] წწ.) უშუალოდ [[იმერეთი]]ს ([[ვაკე (მხარე)|ვაკე]], [[ოკრიბა]],[[ზემო იმერეთი]]) ტერიტორიაზე, ქუთათელის სამწყსოში ორი ახალი ეპარქია - [[ხონი]] და [[გელათის საეპისკოპოსო|გაენათი]] (გელათი) ჩამოაყალიბა.
 
XVII-XVIII სს. იმერეთის საერთო დაკნინების პერიოდი, ქუთათელის სამღვდელმთავროს დამცრობის ხანად ითვლება. კათედრა [[1691]] წელს, [[ბაგრატის ტაძარი|ბაგრატის კათედრალის]] ოსმალთა მიერ აფეთქების შემდეგ, დროებით გაუქმდა კიდეც. ქუთაისის გაპარტახებული ეპარქიის აღდგენა XVIII საუკუნის შუა წლებიდან იწყება. [[1740]] წელს სრულიად ახალგაზრდა - 20 წლის მიტროპოლიტი [[ანტონ I|ანტონ ბაგრატიონი]], მომავალში [[სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]] [[ანტონ I]], ქუთაისის ეპარქიის მწყემსმთავრად დაადგინეს. იმერეთის მეფის [[სოლომონ I]]-ის ძალისხმევას უკავშირდება დამცრობილ-დაკნინებული ქუთაისისა და გელათის სამღვდელმთავროთა ტერიტორიის და ძველი მამულების მოძიება და განახლება.