ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 54:
}}
 
''მისი უწმიდესობა და უნეტარესობა'' '''ქრისტეფორე III''' (''ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი''; დ. [[27 მარტი]], [[1873]], [[ვერტყვიჭალა]], [[ხარაგაულისშორაპნის რაიონიმაზრა]] — გ. [[23 იანვარი]] <small>[ ძვ. სტ. 10 იანვარი]</small>, [[1932]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი]] და [[მცხეთა-თბილისის ეპარქია|მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი]] [[1927]]–[[1932]] წლებში.
 
==ბიოგრაფია==
ციცქიშვილთა შტო სასულიერო გვარს მიეკუთნებოდა, ამიტომაც მათ შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირები. მღვდელი იყო მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც. ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მან სასულიერო გზა აირჩია. [[1895]] წელს დაამთავრა [[თბილისის სასულიერო სემინარია]], შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები, [[1895]]–[[1922]] მღვდლად იყო ჯერ [[იმიერკასპიის ოლქი|იმიერკასპიის ოლქში]], შემდეგ საქართველოს სოფლებში —[[ხიდისთავი (გორის მუნიციპალიტეტი)|ხიდისთავში,]] [[სურამი|იტრიაში]], [[ნაბახტევი|ნაბახტევში]], თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1898]]–[[1905]]), [[გორის მაზრა|გორის მაზრის]] სამრევლო სკოლების მეთვალყურე ([[1904]]–[[1905]]), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი ([[1905]]–[[1918]]), იქვე ქართული ენის მასწავლებელი ([[1918]]–[[1921]]). [[1905]] თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის შესახებ.
მისი მეუღლე იყო ანა ჩუბინიძე, რომელიც მეტად სათნო, მორწმუნე და კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, იგი საკმაოდ ადრე გარდაიცვალა, ხუთი შვილის აღზრდა კი პატრიარქმა იტვირთა.
[[1922]] წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე, საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის [[ამბროსი (ხელაია)|ამბროსი ხელაიას]] მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ [[მანგლისისა და წალკის ეპარქია|მანგლისის]], ხოლო შემდეგ [[ურბნისისა და რუისის ეპარქია|ურბნისის]] ეპისკოპოსად. [[1922]] წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსადქორეპისკოპოსად, [[1923]] წლის 12 იანვრიდან [[1925]] წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. აქედან იწყება მისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.
კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ [[1927]] წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს [[ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ-აფხაზეთის]] მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს.
კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს [[1927]] წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა [[კალენდარი|კალენდრის]] ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. [[1923]] წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, [[1923]]–[[1924]] წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, [[1925]] წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე.