გრამატიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
გრამატიკა ჩამოყალიბდა ძველ [[ინდოეთი|ინდოეთში]] ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. გრამატიკა, როგორც სწორად წერისა და მეტყველების „ხელოვნება“ შეიქმნა ძველი ბერძნული ენის შესწავლის პროცესში (დიონისე თრაკიელის ''Technē grammatikē'', ძვ. წ. II–I სს.). სინტაქსი შექმნა აპოლონიოს დისკოლომ ახ. წ. II საუკუნეში. XVII საუკუნეში შეიქმნა „ზოგადი ანუ რაციონალური გრამატიკა“ („პორ-როიალის გრამატიკა“), რომელიც ენის კატეგორიებს ლოგიკის კატეგორიებზე დამყარებით განიხილავდა. XIX საუკუნეში ენის ისტორიისა და შედარებითი კვლევის შედეგად გრამატიკა მეცნიერებად ჩამოყალიბდა.
=== საქართველო ===
გრამატიკის მეცნიერებით ქართველთა დაინტერესება იწყება X საუკუნიდან. X–XII საუკუნეებში [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] გავლენით შეიქმნა პირველი გრამატიკული ტრაქტატები: ანონიმი ქართველი გრამატიკოსის „სიტყუაჲ ართრონთათჳს“ და [[იოანე პეტრიწი]]ს „ბოლოსიტყუაჲ“, რომელიც ერთვის პროკლე დიადოხოსის „განმარტებაჲს“. XII საუკუნეში ითარგმნა ამონიოს ჰერმიას თხზულებანი, რომელშიც ბერძნული გრამატიკული ტერმინოლოგია ან პირდაპირ არის გადმოტანილი, ან შექმნილია სათანადო კალკები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი ხდება მსჯელობა ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის მრავალ საკითხზე. „ღრამატიკოსად“ მოიხსენიება [[გიორგი მთაწმიდელი]] [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრის]] [[1074]] წლის [[აღაპი|აღაპების წიგნში]] და. მისი ღვაწლი დახასიათებულია დიონისე თრაკიელის გრამატიკის მოთხოვნათა მიხედვით.
 
[[გელათის აკადემია]]მ იოანე პეტრიწის ხელმძღვანელობით დაიწყო სალიტერატურო ენის დემოკრატიზაცია სამწერლობო ენაში სამეტყველო ენის ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების შემოტანით. ამ პერიოდში შექმნილი ენობრივი ლექსიკური მოდელები წარმატებით გამოიყენეს მეხოტბეებმა და პოეტმა [[შოთა რუსთაველი|შოთა რუსთაველმა]]. ქართული ენის გრამატიკული კვლევა განახლდა XVII საუკუნეში იტალიელ კათოლიკე მისიონერთა ინიციატივით. მათ მიერ საქართველოში გახსნილ სკოლებში ბერძულ-ლათინურ გრამატიკასთან ერთად ისწავლებოდა ქართული ენისთვის მათ მიერ დადგენილი გრამატიკული წესები. [[1629]] წელს რომში დაიბეჭდა სტეფანო პაოლინის და [[ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი|ნიკიფორე ირბახის]] [[ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629)|„ქართულ-იტალიური ლექსიკონი“]], ხოლო [[1643]] წელს იქვე — [[ფრანცისკო-მარია მაჯო]]ს „ქართული ენის გრამატიკა“ (ლათინურ ენაზე). [[1670]]-[[1680]] [[ბერნარდე ნეაპოლელი|ბერნარდე ნეაპოლელმა]] შეადგინა ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ხელნაწერი ლექსიკონები, ხოლო XVIII საუკუნის პირველი მეოთხედში გორელმა ანონიმმა მისიონერმა — „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ ვრცელი გრამატიკული ტრაქტატით. ორივე ეს ავტორი ლექსიკონში სახელებთან უთითებს ფუძეთა წარმოქმნას, ზმნებთან კი — სიტყვათა ფორმაცვალებას კატეგორიების მიხედვით. ლექსიკონებში ლექსიკურ განმარტებებთან ერთად არის გრამატიკული ინფორმაციაც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრამატიკა“-დან