იგნაც სემელვეისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''იგნაც ფილიპ სემელვეისი''' ({{lang-de|Ignaz Philipp Semmelweis}}; {{lang-hu|Semmelweis Ignác Fülöp}}; დ. [[1 ივლისი]], [[1818]], [[ბუდაპეშტი|ბუდა]], — გ. [[13 აგვისტო]], [[1865]], [[ვენა]]) — [[ავსტრიელები|ავსტრო]]-[[უნგრელები|უნგრელი]] ექიმი. მის სახელს უკავშირდება მელოგინის ცხელების მიზეზის აღმოჩენა და სამედიცინო პრაქტიკაში ასეპტიკის პრინციპების, მათ შორის ხელის დამუშავების წესის, შემოღება.
 
სემელვეისი დაიბადა უნგრეთში გერმანულენოვან ოჯახში. [[1844]] წელს დაამთავრა [[ვენის უნივერსიტეტი]] მედიცინის დოქტორის ხარისხით. დაკავებული იყო ვენაში სამეანო პრაქტიკით. აღმოაჩინა მშობიარობის იმ დროისთვის ერთ-ერთი ფატალური გართულების — მელოგინის ცხელების მიზეზი: სემელვეისმა შენიშნა, რომ ცხელების სიხშირე უფრო ხშირი იყო სამშობიაროს იმ განყოფილებაში, სადაც სტუდენტებს ასწავლიდნენ და დაასკვნა, რომ კლინიკაში შემოსული სტუდენტები წარმოადგენდნენ ინფექციის წყაროს. სემელვეისმა სტუდენტებისთვის დააწესა ხელების დამუშავება კალციუმის ჰიპოქლორიტის ხსნარით, რამაც მელოგინეების სიკვდილიანობა 18%-დან 1%-მდე შეამცირა. [[1848]] წელს ვენაში [[1848 წლის რევოლუციები|რევოლუციურ გამოსვლებში]] მონაწილეობის გამო სამსახური დაკარგა. [[1850]] წელს პეშტში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა წმ. როხის სახელობის კლინიკის სამეანო განყოფილებას. [[1855]] წელს გახდა პეშტის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი იდეები ასეპტიკასთან დაკავშირებით ფართოდ გავრცელდა უნგრეთში, თუმცა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მისი ნაშრომი მელოგინის ცხელების მიზეზებისა და პრევენციის შესახებ (''Die Ätiologie, der Begriff und die Prophylaxis des Kindbettfiebers'', [[1861]]) კრიტიკით მიიღეს (მათ შორის ცნობილმა გერმანელმა მეცნიერმა რუდოლფ ვირხოვმა). წლების განმავლობაში ოპონენტებთან დაპირისპირებამ სემელვეისი მორალურად გატეხა. [[1865]] წელს ის, ავსტრიელი ექიმის [[ფერდინანდ ფონ ჰებრა]]ს მონაწილეობით, იძულებით მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მალევე გარდაიცვალა ხელის შემთხვევითი ჭრილობის ინფექციური გართულებით.
 
სემელვეისის იდეები მოგვიანებით აღიარა სამედიცინო საზოგადოებამ. მისი ერთ-ერთი პირველი დამფასებელი იყო თანამედროვე ასეპტიკის ფუძემდებელი — ინგლისელი ექიმი [[ჯოზეფ ლისტერი]].