ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
94.43.150.161-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Jaba1977-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
'''ყივჩაღთაყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში''' — საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ [[1118]] წელს ჩატარებული ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ლაშქრის გაძლიერებას. საქართველოს გაერთიანებისა და თურქ-სელჩუკთა განდევნისათვის ბრძოლაში [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] [[1116]] წლისათვის დიდ წარმატებას მიაღწია: შემოიერთა [[კახეთი]], [[ლორე]], [[გიში]], [[რუსთავი]], [[სამშვილდე]] და სხვა ქალაქები. სელჩუკთა ხელში რჩებოდა [[თბილისი]], [[დმანისი]] და რამდენიმე ციხე, ბრძოლებით დასუსტებულ ქართველ ლაშქარს უძნელდებოდა თურქთა განდევნა და დავით აღმაშენებელმა უცხოეთიდან დამხმარე ძალის მოწვევა გადაწყვიტა. ასეთ ძალად მან მიიჩნია [[ყივჩაყები]], რომელთა მხედრობაც განთქმული, მობილური და ადვილად შესანახი იყო.
 
დავითი, როგორც ჩანს, ადრევე სარგებლობდა ყივჩაყთა დახმარებით. მისი მეორე ცოლი იყო ყივჩაყთა მთავრის (ხანის) ათრაქა შარაღანის ძის ასული. [[1115]] კიევის მთავრის [[ვლადიმირ მონომახი|ვლადიმირ მონომახის]] მიერ დამარცხებული ყივჩაყები ჩრდილოეთ კავკასიაში იდგნენ. დავითმა მათთან ელჩობა გაგზავნა და საქართველოში გადმოსახლება და მის სამსახურში ჩადგომა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ დავით IV [[მწიგნობართუხუცესი|მწიგნობართუხუცეს]] [[გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი|გიორგი ჭყონდიდელთან]] ერთად ყივჩაყებთან გაემგზავრა, ისინი ოსებთან შეარიგა, საქართველო - ჩრდილოეთ კავკასიის გზაზე ციხეებში თავისი ჯარი ჩააყენა და [[1118]] წელს 40 ათასი ოჯახი საქართველოში გადმოიყვანა, მისცა ცხენები და იარაღი, დასებად დაჰყო, სპასალარები დაუნიშნა და შესაფერ ("მარჯვე") ადგილებში - სანაპიროებში (ჰერეთი, ქვემო ქართლი, ჩრდილოეთ სომხეთი) დააყენა. მათგან ერთდროულად 40 ათასი მოლაშქრე გამოდიოდა. ყივჩაყები ძირითადად მოსაზღვრე სახელმწიფოთა რბევით ირჩენდნენ თავს. საქართველოს ლაშქრობებში მათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ნაწილი გაქრისტიანდა.