ივარ უძვლო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
'''ივარი''', '''ჰინგვარი''' იგივე '''ივარ უძვლო''' ({{lang-non|Ívarr hinn Beinlausi;}} {{lang-en|Ivar The Boneless;}}) — [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] [[ვიკინგები|ვიკინგი]] მებრძოლი, [[დიდი წარმართული ჯარი|დიდი წარმართული ჯარი]]ს მთავარსარდალი [[865]]-[[873]] წლებში, სკანდინავიური საგების თანახმად [[დანია|დანიის]] ნახევრადმითიური მეფის, [[რაგნარ ლოდბროკი]]ს უფროსი ვაჟი.
 
ივარმა ნორთუმბრიელების მიერ მამამისის სიკვდილისსიკვდილით დასჯის შემდეგ თავის ძმებთან და სკანდინავიელებთან ერთად შეკრიბა [[დიდი წარმართული ჯარი]], მათ სათავეში ჩაუდგა და დაუდო სათავე [[ვიკინგები]]ს ეპოქის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს, [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთში]] გაუთავებელ თარეშს. [[867]] წელს ივარმა დაიპყრო [[ნორთუმბრია]] და მისი მეფე [[ელა II]] [[რაგნარ ლოდბროკი]]ს მოკვლის გამო [[სისხლიანი არწივი]]ს მეთოდით აწამა. ამის შემდეგ რაგნარ ლოდბროკის ვაჟების გზები გაიყო. [[ბიორნ რკინისგვერდა]] გახდა [[შვედეთი]]ს [[კონუნგი]], ხოლო [[სიგურდ გველისთვალა|სიგურდმა]] მიიღო დანიელთა მეფის ტიტული. ივარმა კი დარჩენილ ორ ძმა, [[ჰალფდანი|ჰალფდანთან]] და [[უბბა]]სთან ერთად განაგრძო [[ანგლოსაქსები]]ს ტერიტორიების დალაშქვრა და გადაინაცვლა [[აღმოსავლეთ ინგლისის სამეფო]]ში, დაარბია და მიწასთან გაასწორა ის და მეფე [[ედმუნდ წამებული]] სიკვდილით დასაჯა. ივარმა [[870]] წელს [[მერსია]]ც დაიპყრო და ერთადერთი დასაპყრობი [[უესექსის სამეფო]] დარჩა.
 
ირლანდიური ქრონიკების მიხედვით ივარმა მისი ბრიტანეთში ლაშქრობების პერიოდში დაიპყრო მთლიანი [[ირლანდია]] და თავისი სამმართველოს დედაქალაქად [[დუბლინი]] აქცია. ასევე ამ ქრონიკებზე დაყრდნობით ივარი სწორედ [[ირლანდია]]ში გარდაიცვალა, [[873]] წელს. მის შემდეგ [[დიდი წარმართული ჯარი]]ს მთავარსარდლობა გადაიბარა მისმა ძმამ, [[ჰალფდანი|ჰალფდანმა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივარ_უძვლო“-დან