წალკის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
[[სამსრის ქედი]] (ზომები 40X23 კმ) ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში იჭრება. მერიდიანული მიმართულების ქედია, რომელიც აგებულია ნეოგენური და მეოთხეული [[ანდეზიტი]]ს, [[ანდეზიტი|ანდეზიტ]]-[[დაციტი|დაციტის]], [[ბაზალტი]]სა და [[დოლერიტი]]ს ლავებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფებით. ნეოგენური გოდერძის წყება ქმნის ქედის ძირითად ჩონჩხს. მეოთხეული ლავებით კი აგებულია ვულკანური კონუსები, გუმბათები. ქედის მორფოლოგიაში შერწყმულია ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, ძველმყინვარული და პერიგლაციალური [[რელიეფის ფორმები]]. ქედზე ამართულია მწვერვალი [[სამსარი]] (3285 მ), რომელიც [[ვულკანური კონუსი|ვულკანურ კონუსს]] წარმოადგენს და ამ კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ სიგრძის [[კალდერა]].
 
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოდის ასევე [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ვულკანური ქედის]] ჩრდილოეთ მონაკვეთი. აგებულია უმთავრესად ბაზალტური ან ანდეზიტ-ბაზალტური ლავებით, რომლებსაც ვრცელი ტექტონიკური ძალებით თაღისებურათ ამობურცული განფენები წარმოუქმნია. ქედის [[რელიეფი]] შედგება ტექტოგენურ-ვულკანური, ვულკანური და პერიგლაციურიპერიგლაციალური ფორმებისაგან. ჯავახეთის ქედზე ამართულია მწვერვალები: [[დალიდაღი]] (2661 მ), [[ბიქეთი]] (2277 მ), [[ჭიქიანი (მთა)|ჭიქიანი]] (2415 მ) და სხვ. დალიდაღსა და ჭიქიანს შორის მდებარეობს [[თიქმათაში]]ს უღელტეხილი (2150 მ).
 
მსხვილი ოროგრაფიული ერთეულია აგრეთვე [[წალკის ქვაბული|წალკის პლატო ქვაბული]]. ჩრდილოეთიდან შემოზღუდულია [[თრიალეთის ქედი]]ს შუა ნაწილით, დასავლეთით ესაზღვრება [[სამსრის ქედი]]ს ჩრდილოეთ ნაწილი, სამხრეთით საზღვრავს [[ჯავახეთის ქედი]]. წალკის პლატო აგებულია ნეოგენური დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული ნალექებით. წალკის პლატოს სიმაღლე ცვალებადობს 1500 მ-იდან 1900 მ-მდე. წალკის პლატო ქვაბული იყოფა პატარა ქვაბულებად (ბეშთაშენის, ქიარაკის, ბარმაქსიზის, ბაშკოვის) და მცირე სიგრძის სერებად (წალკის, ბეშთაშენის, ქარსუს, ტაშბაშის).