სოხუმის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} სოხუმის საკათედრო ტაძარი — ეკლესია ქალაქ სოხუმში, სოხუ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''სოხუმის საკათედრო ტაძარი''' — ეკლესია ქალაქ [[სოხუმი|სოხუმში]], [[სოხუმის მუნიციპალიტეტი]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა]], [[საქართველო]].
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2020 წლის 17 მარტი}}
სოხუმის საკათედრო ტაძარი — ეკლესია ქალაქ სოხუმში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო.
 
[[1851]] წლის 30 აპრილს, როდესაც [[აფხაზეთის ეპარქია]] შეიქმნა, სოხუმში იყო ერთი ეკლესია ერთი მღვდლით. ეს იყო არაკანონიკური სტილის ეკლესია, სამლოცველო სახლი საკურთხევლით სამხრეთით. [[სოხუმის სამხედრო განყოფილება|სოხუმის სამხედრო განყოფილების]] უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ. გეიმანმა [[1867]] წლის 14 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვლის [[მიხეილ რომანოვისადმირომანოვი]]სადმი ([[1862]]-[[1881]]) გაგზავნილ მოხსენებით ბარათში სოხუმში საკრებულო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დასვა. [[აფხაზეთის ეპარქია|აფხაზეთის ეპარქიის]] დროებითი მმართველი ეპისკოპოსი [[გაბრიელი (ქიქოძე)]], [[1868]] წლის 7 ივლისის წერილში, სოხუმში შესაფერისი ტაძრის აგების აუცილებლობის თაობაზე წერდა. როგორც [[მღვდელმთავარი]] აღნიშნავდა, არსებული ეკლესია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ საკურთხეველი სამხრეთით ჰქონდა და უფრო ყაზარმას ჰგავდა, ვიდრე ეკლესიას. 1868 წლის მარტში კავკასიის მთიელთა მმართველობამ ეგზარქოს [[ევსევის (ილინსკი)]] წინაშე [[სოხუმი|სოხუმში]] საკათედრო ტაძრის აგების აუცილებლობის საკითხი დააყენა და საჭირო თანხის გამოყოფა ითხოვა. [[1869]] წლის მაისში აფხაზეთის ეპარქია [[იმერეთის ეპარქიასეპარქია]]ს შეუერთდა. სოხუმში საკრებულო ტაძრის აშენების მიზნით [[1881]] წელს მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ-მაიორ [[პომპეი არაკინისარაკინი]]ს ბრძანებულებით 1881 წლის 19 ნოემბერს ტაძრის მშენებლობის კომიტეტი შეიქმნა. საკრებულო ტაძრის მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პომპეი არაკინი, წევრები: დეკანოზი დავით მაჭავარიანი, მღვდელი [[იოსებ ბერძენიშვილი]], პოლკოვნიკი [[აპოლონ ვედენსკი]] (თავმჯდომარის მოადგილე), არქიტექტორი ლევიცკი, ქალაქის პოლიციის უფროსი სტოროჟენკო, საგანგებო დავალებათა მოხელე ბერნაცკი, მოქალაქეები [[გრიგორი მეტაქსა]] და [[ანტონ ბოსტანჯიანი]]. იმავე წლის 15 აგვისტოს ინჟინერ ბახმეტიევთან გაფორმდა კონტრაქტი ტაძრის აშენების თაობაზე. [[1882]] წელს საკრებულო ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ტაძრის პროექტი რუსმა ინჟინერ-არქიტექტორმა [[პლატონ ჩიჟიკოვი|პლატონ ჩიჟიკოვმა]] შეადგინა. [[1884]] წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ის [[ალექსანდრე ნეველი|წმ. ალექსანდრე ნეველის]] სახელზე აკურთხეს. [[1885]] წელს აფხაზეთი იმერეთის ეპარქიისაგან სოხუმის საეპისკოპოსოს სახით ცალკე გამოიყო, კათედრით სოხუმის ალექსანდრე ნეველის ტაძარში. საკათედრო ტაძარი ქალაქის ცენტრში, კოლიუბაკინის ქუჩაზე მდებარეობდა. [[1891]] წელს საკათედრო ტაძართან აიგო [[საეპარქიო სახლი]], მღვდელმთავრის ორსართულიანი სასახლე (შემდეგში [[აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმი]]). ამ დროიდან სოხუმის ეპისკოპოსები ძირითადად სოხუმში ისხდნენ და არა ახალი ათონის მონასტერში. [[1884]]-[[1905]] წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი [[დავითი (მაჭავარიანი)]] იყო. ამ დროს, [[1892]]-[[1893]] წწ. საკათედრო ტაძარი გააფართოვეს, ის უკვე შვიდას კაცზე იყო გათვლილი. [[XIX საუკუნე|XIX ს.]] მიწურულსა და [[XX საუკუნე|XX ს.]] დადსაწყისში, ეპისკოპოს [[არსენი იზოტოვის(იზოტოვი)|არსენი იზოტოვი]]ს ([[1895]]-[[1904]]) დროს საკათედრო ტაძარში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აიკრძალა და მხოლოდ [[საეკლესიო სლავური ენა|საეკლესიო-სლავურ]] ან [[ბერძნული ენა|ბერძნულ ენებზე]] სრულდებოდა. [[1899]] წლის ივლის-აგვისტოში სოხუმში იმყოფებოდა დეკანოზი [[პეტრე კონჭოშვილი]], რომელიც იერუსალიმისა[[იერუსალიმი]]სა და [[ათონის მთაზემთა]]ზე მოგზაურობიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. დეკანოზი პეტრე წერდა: {{ციტატა|სოხუმშია ორი ათასამდე [[ქართველი|ქართველთა]] ტომის ერი, რომელთაც სამშობლო [[ქართული ენა|ენა ქართული]] აქვთ. მრავალთა შემომჩივლეს, რომ მოკლებულნი არიან ისეთს სულიერს ნუგეშსა და საზრდოს, როგორიც არის მოსმენა სამშობლო ენაზედ წირვა-ლოცვისა, რომელსაც დამატკბობელი, განმაცხოველებელი და მაცხოვარებითი ძალა აქვს მორწმუნე კაცის გულზედ. ძალიან ადვილიც არის დაკმაყოფილება ამ საღმრთო მოთხოვნილებისა. აქაურს საკათედრო ტაძარში ჰმსახურებენ რამდენიმე ქართველნი სამღვდელონი. ნუ თუ იმათ არ შეუძლიანთ გამოსთხოვონ ნებართვა მწყემსმთავარსა ქართულს ენაზედ წირვა ლოცვისა? იერუსალიმის და სრულიად პალესტინის ეკკლესიებში მიღებულია საღმრთო წესად რამდენსამე ენაზედ წაკითხვა სახარებისა, როგორც დიდს დღესასწაულებში, ეგრეთვე ყოველ დღიურს წირვაზედაც კი, როდესაც ჰხედავენ სხვა და სხვა ეროვნების მლოცველთა. მთელს საქრისტეანოში მიღებულია ეკკლესიურის კანონით ბრწყინვალე აღდგომის დღეს სხვა-და-სხვა ენაზედ წაკითხვა [[სახარება|სახარებისა]], და ყოვლად მიუცილებელად - სამშობლო ენაზედ. და აი უბედურება! ამ ნუგეშსა და ღვთიურს სიხარულს მოკლებულ არიან აქაურნი ქართველნი. ამაზედ მომეტებული უბედურება სულიერი განაღა იქმნება, რომ კაცმა [[აღდგომა|ქრისტეს აღდგომის]] დღეს ვერ გაიგონოს სამშობლო ენაზედ: ,,ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, მაშინ როდესაც სულიერნი მწყემსნი თვისის ეროვნებისა თვალ წინ უდგანან.}}
 
[[1900]] წლის 19 იანვარს საკათედრო ტაძარში ცნობილი ქართველი მწერლის [[გიორგი წერეთელი (მწერალი)|გიორგი წერეთლის]] (გარდაიცვალა 12 იანვარს) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს სოხუმის მთელი ქართველი საზოგადოება დაესწრო. პანაშვიდის დასრულების შემდეგ დეკანოზმა დავითმა (მაჭავარიანი) სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც საზოგადოებას გააცნო განსვენებულის ღვაწლი. [[1905]]-[[1919]] წწ. საკათედრო ტაძრის წინამძღვარი გიორგი გოლუბცოვი იყო. [[1909]] წელს საკათედრო ტაძარს [[ეკვდერი]] მიაშენეს, რომელიც [[სერგი რადონეჟელი|წმ. სერგი რადონეჟელის]] სახელზე აკურთხეს. [[1917]] წლის სექტემბერში [[საქართველოს პირველი საეკლესიო კრება|საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ]] შექმნა ,,[[ცხუმ-ბედიის ეპარქია“ეპარქია]]“, მღვდელმთავრის კათედრის ადგილსამყოფელად განისაზღვრა ცხუმი ([[სოხუმი]]), რეზიდენცია იქვე. მღვდელმთავრის პატივად დადგინდა ,,ცხუმ-ბედიელი ეპისკოპოსი“. [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის]] ([[1918]]-[[1921]] წწ.) მთავრობის იურისდიქციის აფხაზეთში გავრცელებასთან ერთად, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ მხარეში საქართველოს ეკლესიის უფლებები აღდგა. აფხაზეთის ავტონომიის მთავრობამ, კომისარიატმა, [[1919]] წლის 15 სექტემბრის დეკრეტით ,,აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველობის შესახებ“, სოხუმის საკათედრო ტაძარი და მღვდელმთავრის სახლი [[აფხაზეთის ავტონომიური აფხაზეთისრესპუბლიკა|ავტონომიური აფხაზეთი]]ს საკუთრებად გამოაცხადა. 1919 წლის სექტემბერში, ეპისკოპოსის[[ეპისკოპოსი]]ს არჩევამდე, აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა მმართველად [[არქიმანდრიტი]] [[იოანე (მარგიშვილი)]] დაინიშნა. მან მოკლე ხანში მოახერხა საკათედრო ტაძარი საქართველოს ეკლესიისათვის დაებრუნებინა, მიუხედავად რუსების მცდელობისა, შეენარჩუნებინათ იგი. 1919 წლის ოქტომბერში საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, [[დეკანოზი]] [[გიორგი (გოლუბცოვი)]] გადააყენეს [[შოვინიზმი|შოვინისტური]], ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო და ქვეყნიდან გაასახლეს. საკათედრო ტაძრის წინამძღვრად [[მღვდელი]] [[ტროფიმე (ჯოხთაბერიძე)]] დაინიშნა. [[1921]] წლის ოქტომბრიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას სათავეში ეპისკოპოსი იოანე (მარგიშვილი) ჩაუდგა. იგი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრებ რუს-ბერძენ-აფხაზთა საქართველოს ეკლესიის წიაღში შემოეყვანა, საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ოთხ _ ქართულ, საეკლესიო-სლავურ, აფხაზურ და ბერძნულ ენებზე დაემკვიდრებინა. 20-30-იან წლებში [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირში]] ფართო ანტირელიგიური კამპანია გაიშალა. იხურებოდა ეკლესიები, სადაც კლუბები და სხვა დაწესებულებები იხსნებოდა. [[1936]] წლის მაისში სოხუმის საკათედრო ტაძარი დახურეს. საეპარქიო სახლში [[1922]]-[[1930]] წლებში [[აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება]], ხოლო [[1930]]-[[1940]] წლებში [[აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტი]] იყო განთავსებული, რამდენიმე ოთახი ეკავა აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომელსაც 40-იანი წლებიდან შენობა მთლიანად დაეთმო. შენობის თავდაპირველი სახეც გარკვეულწილად შენარჩუნდა. საკათედრო ტაძარი [[1947]]-[[1949]] წწ. გადააკეთეს და აქ [[აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონია]] განთავსდა.
 
== ლიტერატურა ==
Line 11 ⟶ 10:
* Епископ Кирион, Краткий очерк истории Грузинской церкви и зкзархата за XIX столетие, Тифлис, 1901;
* ბ. ხორავა, სოხუმის საკათედრო ტაძრის ისტორიიდან, კრებ. კულტურული მემკვიდრეობა კონფლიქტურ რეგიონებში, თბ., 2018.
 
[[კატეგორია:სოხუმის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოხუმის_ტაძარი“-დან