სოხუმის საკათედრო ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სოხუმის საკათედრო ტაძარი''' — ეკლესია ქალაქ [[სოხუმი|სოხუმში]], [[სოხუმის მუნიციპალიტეტი]], [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა]], [[საქართველო]]. აგებულია [[1909]]-[[1915]] წლებში [[საბერძნეთი|ბერძნული]] თემის სახსრებით.
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2020 წლის 17 მარტი}}
'''სოხუმის საკათედრო ტაძარი''' — ეკლესია ქალაქ სოხუმში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია [[1909]]-[[1915]] წლებში ბერძნული თემის სახსრებით.
 
[[1915]] წელს ტაძარი [[წმინდა ნიკოლოზი|წმ. ნიკოლოზის]] სახელზე აკურთხეს. 20-30-იანი წლების ანტირელიგიური კამპანიის შედეგად აფხაზეთში მხოლოდ 6 ტაძარი იყო მოქმედი, მათ შორის სოხუმის წმ. ნიკოლოზის ბერძნული ეკლესია. [[1946]] წელს წმ. ნიკოლოზის ტაძარი [[საკათედრო ტაძარი|საკათედრო]] გახდა და [[ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება|ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების]] სახელზე აკურთხეს. ტაძრის წინამძღვრად დეკანოზი [[სვიმონი (გიგინეიშვილი)]] დაინიშნა. [[1952]] წლის იანვარში [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს]] ([[1932]]-[[1952]]) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი სვიმონი ბერად აღკვეცეს და სახელად ანტონი უწოდეს. იმავე წელს მას ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, ხოლო [[1954]] წელს [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტის ხარისხში]] აიყვანეს. 70-80-იან წლებში, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის [[დავითი (ჭკადუა)|დავითის (ჭკადუა)]] ინიციატივით ტაძარში სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. სწორედ მაშინ, [[1980]] წელს, ტაძარს რამდენიმე გვერდითი მინაშენი გაუკეთდა. ერთ-ერთი ეკვდერი [[ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი|წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის]] სახელზე აკურთხეს. სოხუმის საკათედრო ტაძარი [[საბერძნეთი|ბერძნული]] და [[რუსეთი|რუსული]] არქიტექტურული ფორმების ნაზავს წარმოადგენს. ეს არის ჯვარგუმბათოვანი, სამნავიანი ტაძარი, რომელიც ბიზანტიური სტილის გუმბათით ბოლოვდება. ტაძარში დასვენებულია [[ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისხატი]]ს ასლი, [[სვიმონ კანანელი|წმ. სვიმონ კანანელის]], [[ანდრია პირველწოდებული|წმ. ანდრია პირველწოდებულის]], [[წმინდა ნიკოლოზი|წმ. ნიკოლოზის]], [[იოანე ოქროპირი|წმ. იოანე ოქროპირის]], [[წმინდა ბასილისკო|წმ. ბასილისკოს]] ხატები, [[პანტელეიმონ მკურნალის ძეგლი (ბატაისკი)|წმ. პანტელეიმონ მკურნალის]] ხატი მისი წმინდა ნაწილებით. [[2010]] წელს ჩატარდა ტაძრის სრული რესტავრაცია. ტაძარს ახალი მოოქროვილი გუმბათი დაადგეს, რომელიც [[რუსეთის ფედერაციაშიფედერაცია]]ში, ქ. [[ჩელიაბინსკი|ჩელიაბინსკში]] დამზადდა. ტაძარში ღვთისმსახურება [[საეკლესიო სლავური ენა|საეკლესიო-სლავურ]], [[ბერძნული ენა|ბერძნულ]], [[აფხაზური ენა|აფხაზურ ენებზე]], ხოლო აღდგომას [[ქართული ენა|ქართულ ენაზეც]] სრულდება.
[[2016]] წლის დეკემბერში [[საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო|საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ]] სოხუმის საკათედრო ტაძარს (4 მარტის და [[კონსტანტინე ლესელიძე|კ. ლესელიძის]] ქუჩების გადაკვეთაზე) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
 
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია [[რუსეთი]]ს მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.
354

რედაქტირება