მერანი მარტვილი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
 
== ისტორია ==
საფეხბურთო კლუბი „მერანი“ 2006 წელს შეიქმნა, ფრიდონ ინჯიას მიერ. კლუბის დაფუძნების დროს მას გვერდში ედგნენ ემილი გალდავა, და ნუგზარ მონიავა. ფრიდონ ინჯიას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ფეხბურთის განვითარების საქმეში.  2006 წლიდან მოყოლებული თავის შვილთან ილიასთან და  სიძესთან კახა კოტრიკაძესთან ერთად, რომლებიც  „მერანის“ ვიცე-პრეზიდენტები არიან, წლების განმავლობაში პატრონობდა „მერანს“.
 
დაარსების დღიდან, ეტაპობრივად ვითარდებოდა „მერანი“ და მას შემდეგ, რაც მარტვილის ცენტრალური სტადიონი გადავიდა [[ფრიდონ ინჯია]]ს საკუთრებაში, კლუბის პრეზიდენტის ინიციატივითა და [[ბიძინა ივანიშვილი]]ს ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა მარტვილის ცენტრალური სტადიონის სრული განახლება, რეკონსტრუქცია და მას ფრიდონ ინჯიას გადაწყვეტილებით [[მურთაზ ხურცილავა]]ს სახელი მიენიჭა.
 
2007 წლიდან კლუბის კლუბის დირექტორი გახდა ადონის პაპადოპულოსი (ელდარ ბაკურია), ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებში  10 წელი ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საფეხბურთო კლუბ "მერანის" ჩამოყალიბებაში და წარმატებებში.
 
„მერანმა“ გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2007-2008 წლის პირველი ლიგის გათამაშებაში, დებიუტანტი კლუბის კვალობაზე ჩინებულად იასპარეზა. 2007-2008, 2009-2010 წლებში პირველი ლიგის გათამაშებაში "მერანმა" მე-3 ადგილი დაიკავა.
 
2010 წელს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ლიგის გუნდი მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. 2011 წელს კი, საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერ კლუბთა შორის აღმოჩნდა.
ხაზი 41:
უდიდეს წარმატებას მიაღწია "მერანმა" 2016 წელს, რადგან გიორგი მიქაძის გაწრთვნილი გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა და ვერცხლის პრიზიორი გახდა. 2016 წელს კლუბმა „მერანმა“ უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადმოინაცვლა.
 
2017 წელს, ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში, მარტვილის "მერანი" მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ფოთის „კოლხეთთან“ დამარცხდა (1:2, 2:2) და 2018 წლის ჩემპიონატში ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობსასპარეზობდა.
 
 
2018 წელს "მერანი" ლიგა 3-ში დაქვეითდა.
2019 წელს გია გიგატაძის გაწრთვნილი "მერანი" ეროვნულ ლიგა 2-ში აღზევდა.
 
<br />