გერონტი ქიქოძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 34:
[[საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ქრონოლოგია|საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის]] შემდეგ დარჩა თბილისში. 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართველოს სრ რევკომმა ის დასავლეთ საქართველოში გაგზავნა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ეს მისია უშედეგოდ დასრულდა. 1922 წლიდან წელიწადნახევრის განმავლობაში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე, 1924-1926 წლებში იყო გაზეთ „კომუნისტის“ სტილისტი. 1927-1928 წელს იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მოთავე ლიტერატურული დაჯგუფება „არიფიონისა“ და იყო ალმანახ „არიფონის“ ხელმძღვანელი, მწერალთა კავშირის წევრი. 1931-1932 წლებში უნივერსიტეტში კითხულობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ისტორიის კურსს. 1936 წელს, საქართველოში [[ანდრე ჟიდი]]ს სტუმრობის შემდეგ დააპატიმრეს მისი ძმისწული გივი ქიქოძე, რომელმაც წერილი მიუძღვნა ჟიდს. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში დაბრუნებულმა ჟიდმა კრიტიკულად შეაფასა საბჭოთა კავშირი, გივი ქიქოძეს კი ჟიდის ქება არ აპატიეს და დააპატიმრეს. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1947 წელს მსოფლიო ომის დროს გერმანიასთან კავშირის, ჯაშუშობისა და სახელმწიფო გადატრიალების მომიზეზებით გერონტი ქიქოძე დაკითხვაზე დაიბარეს [[კანდიდ ჩარკვიანი|კანდიდ ჩარკვიანთან]], მაგრამ საბოლოოდ საქმეს მსვლელობა არ მიეცა და არ დაუჭერიათ. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით „კავკასიის დაცვისთვის“ და „მამაცური შრომისთვის“.
 
ავტორია კვლევების, სტატიებისა ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე: „სტატიები ხელოვნებაზე“ (1936), „ქართული ლიტერატურის ისტორია“ (1947), „მოგონებები, გამოსვლები, წერილები“ (1956), „ეტიუტები და პორტრეტები“ (1958). მისი პირველი წერილი გამოქვეყნდა 1905 წელს გაზეთ „მოგზაურში“. ქართულ ენაზე თარგმნიდა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომებსა და [[ონორე დე ბალზაკი|ბალზაკის]], [[სტენდალი]]ს, [[პროსპერ მერიმე|მერიმეს]], [[ალფონს დოდე|დოდეს]], [[ანატოლ ფრანსი|ფრანსისა]] და სხვათა ნაწარმოებებს. ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს „[[ტრისტანი და იზოლდა]]“, „[[წითელი და შავი]]“, „[[იტალიური ქრონიკები]]“, „[[შაგრენის ტყავი]]“ და სხვა. ქართულად თარგმნა უცხოელ მოგზაურთა ნაწარმოებები [[პლანო კარპინი]]ს „ისტორია მონღოლებისა“<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/266481/1/Masalebi_Saqartvelosa_Da_Kavkasiis_Istoriisatvis_1942_II.pdf „ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს უწოდებთ“]</ref>გუილიომ რუბრუკვისის „მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში“<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/266495/1/Masalebi_Saqartvelosa_Da_Kavkasiis_Istoriisatvis_1943_V.pdf მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში]</ref>
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]]. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ანასტასია (ტასო) გიორგის ასული ამირეჯიბი (დ. [[22 დეკემბერი]], [[1885]], სოფელი [[ხურვალეთი]], ახლანდელი [[გორის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[11 ოქტომბერი]], [[1968]], [[თბილისი]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გერონტი_ქიქოძე“-დან