დავით III: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მNo edit summary |
|||
ხაზი 50:
=== საგარეო პოლიტიკა ===
დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში (მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ [[სმბატ II|სმბატ ბაგრატუნსა]] და [[ვანანდის სამეფო|კარის]] მფლობელ მუშეღს შორის). [[ქართლის საერისთავო|ქართლის ერისთავის]] - [[ივანე მარუშისძე|იოანე მარუშისძის]] რჩევით იშვილა [[ბაგრატ III]] რადგან [[აფხაზთა მეფეთა დივანი|აფხაზეთის მეფეს]] [[თეოდოს III|თეოდოსს]] შვილი არ ჰყავდა და წესით აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის (ბაგრატის) ხელში. ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა მისი მამის [[გურგენი|გურგენის]] სამფლობელო, და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთი ბაგრატს დარჩებოდა და ქართული სამეფო-სამთავროები ერთ სამეფოდ გაერთიანდებოდა. დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში. [[979]] დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II-ს [[ბარდა სკლიაროსი|ბარდა სკლიაროსის]] აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა [[დავით III კურაპალატის მემკვიდრეობა|"ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი"]] სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს, დავით III-ს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა [[ბასილი II|ბასილ II]]-ის წინააღმდეგ აჯანყებულ [[ბარდა ფოკა|ბარდა ფოკას]] მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან. დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები - ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები - ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი. [[
==ლიტერატურა==
|