ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი [[ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 8 სექტემბრის [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|საეკლესიო კრებაზე]] იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის მკველობა. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი.
 
იყო დაპირისპირებული კათოლიკოს-პატრიარქ [[ლეონიდე (კათოლიკოს-პატრიარქი)ლეონიდე|ლეონიდესთან]]სთან. 1920 წლის 2 იანვარს დაითხოვეს საკათილიკოზო საბჭოდან. 1920 წლის 15 იანვრიდან მეოცე ტექნიკუმში (ქალთა მესამე გიმნაზიაში) ასწავლიდა საქართველოს ისტორიას და ქართულ ენასა და ლიტერატურას. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
 
„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.