ალუბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| რიგი = [[ვარდისნაირნი]]
| ოჯახი = [[ვარდისებრნი]]
| გვარი = ''[[Prunusქლიავი (გვარი)|ქლიავი]]''
| სახეობა = '''ალუბალი'''
| ლათ =Prunus cerasus <br />Cerasus vulgaris <small>''(ძვ.)''</small>
| commons =
}}
'''ალუბალი''' ({{lang-la|Prunus cerasus}}) — მერქნიანი მცენარე [[ვარდისებრნი|ვარდისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]ს [[კურკოვანიქლიავი კულტურები(გვარი)|კურკოვანთაქლიავის]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარიგვარისა]]. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი [[ყვავილი|ყვავილები]], შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფი]] წვნიანია, [[კურკიანა]].
 
ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს ([[მურაბა]], [[ჯემი]], [[კომპოტი]], [[ნაყენი]], [[საკონდიტრო ნაწარმი]]). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა [[ბალი|ბლისა]] და ქონდარა [[ბალამწარა]]ს ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ [[ნაყოფი (მცენარე)|ნაყოფს]] მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები — ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. [[საქართველო]]ში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია — ქართული ალუბალი და პოდბელსკი.