ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

დაიბადა მედავითნის ოჯახში. [[1889]]-[[1895]] წლებში [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, ხოლო [[1895]]-[[1899]] წლებში [[კიევის სასულიერო აკადემია]]ში სწავლობდა. [[1899]]-[[1902]] წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. [[1902]] წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს [[ფოთის საკათედრო ტაძარი|ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის]] წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს [[ანტონი (აბაშიძე)|ანტონთან]], რომელმაც ეგზარქოს [[ალექსი (ოპოცკი)|ეგზარქოს ალექსის]] მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|დიდუბის ეკლესიის]] წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. ნიკიტა თალაკვაძემ [[მიტროფანე ლაღიძე|მიტროფანე ლაღიძის]], [[სოსიკო მერკვილაძე|სოსიკო მერკვილაძისა]] და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. 1906 წლიდან იყო სემინარიის საბჭოს წევრი. 1912-1918 წლებში საღვთო სჯულს ასწავლიდა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტში. იგი, როგორც ეპისკოპოს [[კირიონ II]]-ის თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1912 წლის 20 მაისს იგი [[ანჩისხატი]]ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. [[1913]] წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო [[1915]] წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.
 
1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი [[ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917 წლის 8 სექტემბრის [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება|საეკლესიო კრებაზე]] იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. თავად თალაკვაძეც კირიონს უჭერდა მხარს. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა საკათოლიკო საბჭოს წევრი იყო. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრულიმკველობა. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
 
1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია:
„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.
 
„ყველაფრიდან ჩანს, რომ კომუნიზმმა რუსეთში ჩაიცვა იმპერიალისტური ქურქი, მას სურს სოციალიზმ-კომუნიზმის მანტიის ქვეშ ძველი რუსეთის საზღვრები აღადგინოს. ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია, რომ კაცობრიობას ახსოვდეს. დაიწყო დიდი ზნეობრივი გათახსირება“.
ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ — კულტურის სამინისტროში.
 
ხელისუფლება დღითიდღე ავიწროებდა თალაკვაძეს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ — კულტურის სამინისტროში. გარდაიცვალა 1933 წლის 8 დეკემბერს, დაკრძალულია [[ვერის სასაფლაო]]ზე. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ.
 
==ლიტერატურა==