ნიკიტა თალაკვაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==ბიოგრაფია==
დაიბადა მედავითნის ოჯახში. [[1889]]-[[1895]] წლებში [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, ხოლო [[1895]]-[[1899]] წლებში [[კიევის სასულიერო აკადემია]]ში სწავლობდა. [[1899]]-[[1902]] წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა. [[1902]] წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და 8 დეკემბერს [[ფოთის საკათედრო ტაძარი|ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის]] წინამძღვრად დაინიშნა. აქ მსახურების დროს მამა ნიკიტას უთანხმოება ჰქონდა გურია-სამეგრელოს მაშინდელ ეპისკოპოს [[ანტონი (აბაშიძე)|ანტონთან]], რომელმაც ეგზარქოს [[ალექსი (ოპოცკი)|ეგზარქოს ალექსის]] მოძღვრის სხვა ეპარქიაში გადაყვანა სთხოვა. 1903 წლის 19 ნოემბერს მღვდელი ნიკიტა [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|დიდუბის ეკლესიის]] წინამძღვრად გადაიყვანეს. ამ დროს საქართველოში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა და რუსი ეგზარქოსები ცდილობდნენ, ქართველი მრევლის მეხსიერებიდან ამოეშალათ ქართველ წმინდანთა მოხსენიების დღეები. მამანიკიტა ნიკიტამთალაკვაძემ მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. 1906 წლიდან იყო სემინარიის საბჭოს წევრი. იგი, როგორც ეპისკოპოს [[კირიონ II]]-ის თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში. 1912 წლის 20 მაისს იგი [[ანჩისხატი]]ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. [[1913]] წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო [[1915]] წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
 
1916 წლიდან იყო [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] ნამდვილი წევრი, ხოლო 1917 წლიდან ამავე საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი. [[1917]] წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. დეკანოზი ნიკიტა განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოს ეკლესიის [[ავტოკეფალია|ავტოკეფალიის]] აღდგენის საქმეში. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ [[ნოე ჟორდანია]], [[ალექსანდრე ლომთათიძე]], [[სოსიკო მერკვილაძე]] და ეპისკოპოსი [[ანტონი (გიორგაძე)]]. კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]] გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
 
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა [[საკათოლიკო საბჭო]]ს წევრია. იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლადაღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II. 1918 წლის ივნისში კირიონ II მარტყოფში მოკლული იპოვნეს. დეკანოზმა ნიკიტამ ძალიან განიცადა კათოლიკოს-პატრიარქ კირიონის ტრაგიკული აღსასრული. დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მან ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, დაახასიათა განსვენებული, როგორც ღირსეული პიროვნება და ბრწყინვალე მეცნიერ-მწყემსმთავარი: საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, ისევე როგორც მთელ ეკლესიას და სამღვდელოებას, მამა ნიკიტასაც უმძიმესი დღეები დაუდგა. 1922 წლის 30 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) იგი სამოძღვრო კურსების პედაგოგად და მქადაგებლად დანიშნა. ამავე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, მამა ნიკიტამ ქადაგების დროს ამხილა ბოლშევიკები და მათ მიერ საქართველოს ოკუპაცია: