ერისმთავარი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Lasha-george|Lasha-george]]|2=2020 წლის 13 მარტი}}
'''ერისმთავარი''', ''ერისთავი'', ''ერისთავთა მთავარი'', ''მთავარი'', ''ერისთავთერისთავთა უფალი'' — VI—IX საუკუნეებში ქართლის ფეოდალური სახელმწიფოს მეთაურის აღმნიშვნელი ტერმინი ქართულ ისტორიულ ლიტერატურაში.

ერისმთავართა დინასტიურ კუთვნილებაზე წყაროებში ორი განსხვავებული ცნობა გვაქვს: [[ჯუანშერი]]ს ცნობით, პირველი ერისმთავარი [[გუარამი]] იყო ქართლის მეფეთა ნათესავი — [[ვახტანგ გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] შვილიშვილი ქალის ხაზით; [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძის]] ცნობით კი, გუარამი იყო დედით ხოსროიანი, ე. ი. ქართლის მეფეთა შთამომავალი, ხოლო მამით — ბაგრატიონი. ქართლის უკანასკნელი ერისმთავარი იყო [[აშოტი|აშოტ ადარნასეს ძე]]. იგი აჯანყდა, გაექცა არაბებს, დაემკვიდრა ბიზანტიის მფარველობით კლარჯეთში და იქ შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო, რომლის მეთაური [[888]]-იდან იწოდებოდა ქართველთა მეფედ.

== ქართლის ერისმთავარნი ==
== ერისმთავრები ==
* [[გუარამი]] ([[კურაპალატი]]) — VI საუკუნის ბოლოს, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში მან დაიწყო და დაასრულა [[მცხეთის ჯვარი|მცხეთის ჯვრის]] მშენებლობა, აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტფილისისა და სიონის მშენებლობას, რომელიც დაასრულა ადარნასე ბაკურის ძემ 626 წელს. გუარამი გახდება მთავარი გმირი შემდგომში ფართოდ გავრცელებული ლეგენდისა, ბიბლიური დავითისა და სოლომონისაგან ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომავლობის შესახებ: დავით-სოლომონის ღვთისთესლიერი ნაკადიდან შვიდი ძმის მოსვლა, ამათგან სამი სომხეთში დარჩა „[[ბაგრატუნები|სომეხ ბაგრატუნიანთა]]“ შტოდ, ხოლო ოთხი საქართველოში მოვიდა „[[ბაგრატიონები|ქართველ ბაგრატოვანთა]]“ მამამთავრებად. სწორედ ამ ოთხი ძმათაგან იყო გუარამი, ქართლის პირველი ერისმთავარი და ქართველ [[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] მამამთავარი.
* [[გუარამი]] (დაახლ. [[572]]–[[586]]/[[590]] წლებში, ვახუშტის ცნობით — [[575]]–[[600]] წლებში) — პირველი ერისმთავარი, [[კურაპალატი]].
* [[სტეფანოზ I]] გუარამის ძე, ქართლის ერისმთავარი მამამისის შემდგომ, VII საუკუნის 1-ელ მეოთხედში. 626 წელს ქართლს შემოესივნენ ბიზანტიელები, [[ჰერაკლე (ბიზანტია)|ჰერაკლე კეისარის]] სარდლობით და [[ხაზარები]] [[ჯაბღუ-ხაკანი|ჯიბღუ ხაკანის]] წინამძღოლობით. ტფილისის კედლებთან გამართულ სასტიკ ბრძოლაში სტეფანოზი გმირული სიკვდილით დაეცა. მომდევნო წელს ხაზარებმა აიკლეს და აიღეს ტფილისი.
* [[ჯუანშერ I]] (დაახლ. [[590]]–[[591]] წლებში) — ერთი მოსაზრებით ერისმთავარი, თუმცა მისი არსებობა ზუსტად ცნობილი არ არის.
* ადარნასე ბაკურის ძე, ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ I-ის შემდეგ, 626 წლიდან. მან დაასრულა მცხეთის ჯვრისა და [[თბილისის სიონი|ტფილისის სიონის]] ტაძართა მშენებლობა.
* [[სტეფანოზ I]] ([[VI საუკუნე|VI საუკუნის]] დასასრულსა და [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] დასაწყისში, დაახლ. [[590]]/[[591]]–[[604]]/[[605]]/[[627]] წლებში, ვახუშტის ცნობით [[600]]–[[619]] წლებში) — გუარამის ძე, პატრიკიოსი.
* [[სტეფანოზ II]] ადარნასეს ძე — VII საუკუნის 40-50-იანი - 80-90-იან წლებში.
* [[ადარნასე (ერისმთავარი)|ადარნასე]], ადრნერსე (VII საუკუნის I ნახევარში, ზოგი წყაროთი [[627]]–[[637]]/[[642]] წლებში, ვახუშტის ცნობით [[619]]–[[639]] წლებში) — [[ბაკურ V]]-ის ძე, უფლისწულობაში „ვიპატოსი“.
* [[ნერსე I]] — VII საუკუნის 80-90-იანი და VIII საუკუნის 30-40-იანი წლები.
* [[სტეფანოზ II]] (VII საუკუნის შუა წლებსა და მეორე ნახევარში, ზოგი წყაროთი [[637]]/[[642]]—დაახ. [[650]] წლებში, ვახუშტის ცნობით [[639]]–[[663]] წლებში) — ადარნასეს ძე.
* [[სტეფანოზ III]] — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 30-40-იანი წლები - იმეფა მცირე ხანს.
* [[ადარნასე II (ერისმთავარი)|ადარნასე II]] (კირილ თუმანოვის მიხედვით [[650]]–[[685]] წლებში) — ერისმთავარი, რომელსაც არ მოიხსენიებს ქართული წყაროები. [[სტეფანოზ II]]-ის ძე.
* [[მირი]] — სტეფანოზ III-ის უფროსი ძე. გარდაიცვალა არაბებთან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად.
* [[არჩილი]] — მირის ძმა და სტეფანოზ III-ის შვილი. იგი არაბებთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზას დაადგა. არაბთა სარდალმა ასიმმა მოლაპარაკების დროს ქრისტიანული სარწმუნოების შცვლა სთხოვა მაჰმადიანური სარწმუნოებით, არჩილისგან უარის მიღების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს VIII საუკუნის 60-იან წლებში. ის ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 4 ივლისი.
* [[ჯუანშერი (ერისმთავარი)|ჯუანშერი]] — არჩილის უმცროსი ძე, - არჩილის სიკვდილით დასჯის შემდეგ მისმა შვილებმა [[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანემ]] და ჯუანშერმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო (იოვანე) და აღმოსავლეთ საქართველო (ჯუანშერი).
* [[ნერსე II]] — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნის 70-იან წლებში.
* [[სტეფანოზ IV]] გურგენის ძე, ნერსე II-ის დისწული და ადარნასე ბაგრატიონის შვილიშვილი, ქართლის ერისმთავარი. მის დროს 785 წლის 21 იანვარს არაბებმა აწამეს [[აბო ტფილელი]].<ref>მსოფლიოს სამეფო დინასტიები, გენეალოგიური ცხრილები. ავტორი შემდგენელი სოლომონ თეზელიშვილი, მხატვარი ავთანდილ პოპიაშვილი. საქართველოს ინდექსი 63.3 93/99 მ. 908. [[ISBN]] 99928 VERLAGSNR: 28 99928-28-00-5. გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“. თბილისი, 1998.</ref>

== გენეალოგია ==
{| class="wikitable" style="margin:1em auto 1em auto; page-break-inside:avoid"
|- style="background:#fff;"
{{chart top|'''[[ბაგრატიონთა დინასტია|ბაგრატიონთა დინასტიის]] გენეალოგია [[სუმბატ დავითის ძე|სუმბატ დავითის ძის]] მიხედვით'''<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/278442/1/Sami_Istoriuli_Xronika.pdf სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა)] გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 41, 42, 43.</ref><ref>[http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/607/1/sumbat%20davitis%20dzis%20qronika%20gamocema%20mesame.pdf სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ] ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით და ორი გენეალოგიური ტაბულით საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილმა წევრმა ე. თაყაიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1949. გვერდები: 57, 58.</ref>|collapsed=yes}}
{{familytree/start}}
|- valign="top"
| style="border:none;" align="left" |

ადამ შვა სეით

სეით შვა ენოს

ენოს შვა კაინან

კაინან შვა მალელ

მალელ შვა იარედ

იარედ შვა ენოქ

ენოქ შვა მათუსალა

მათუსალა შვა ლამექ

ლამექ შვა ნოე

ნოე შვა სემ

სემ შვა არფაქსად

არფაქსად შვა კაინან

კაინან შვა სალა

სალა შვა ებერ

ებერ შვა ფალეგ

ფალეგ შვა რაგავ

რაგავ შვა სერუქ

სერუქ შვა ნაქორ

ნაქორ შვა თარა

თარა შვა აბრამ

აბრამ შვა ისაკ

ისაკ შვა იაკობ

იაკობ შვა იუდა

იუდა შვა ფარეზ

ფარეზ შვა ესრომ

ესრომ შვა არამ

არამ შვა ამინადაბ

ამინადაბ შვა ნაასონ

ნაასონ შვა სალმონ

სალმონ შვა ბოოს

| style="border:none" align="left" |

ბოოს შვა იობედ

იობედ შვა იესე

იესე შვა დავით მეფე

დავით მეფემან შვა სოლომონ

სოლომონ შვა რობუამ

რობუამ შვა აბია

აბია შვა ასაფ

ასაფ შვა იოსაფატ

იოსაფატ შვა იორამ

იორამ შვა ოზია

ოზია შვა იოთამ

იოთამ შვა აქაზ

აქაზ შვა ეზეკია

ეზეკია შვა მანასე

მანასე შვა ამონ

ამონ შვა იოსია

იოსია შვა იოვაკიმ

იოვაკიმ შვა იექონია

იექონია შვა სალათაელ

სალათაელ შვა ზორაბაბელ

ზორაბაბელ შვა აბიუდ

აბიუდ შვა ელიაკიმ

ელიაკიმ შვა აზორ

აზორ შვა სადუკ

სადუკ შვა აქიმ

აქიმ შვა ელიუდ

ელიუდ შვა ელიაზარ

ელიაზარ შვა მატათან

მატათან შვა იაკობ

იაკობ შვა იოსებ, იოსებ ქმარი მარიამისი და ძმა იოსებისი – კლეოპა

| style="border:none" align="left" |

კლეოპა შვა ნაომ

ნაომ შვა სალა

სალა შვა რობუამ

რობუამ შვა მოხთარ

მოხთარ შვა ელიაკიმ

ელიაკიმ შვა ბენიამენ

ბენიამენ შვა რობემ

რობემ შვა მოსე

მოსე შვა იუდა

იუდა შვა ელიაზარ

ელიაზარ შვა ლევი

ლევი შვა იარომ

იარომ შვა მანასე

მანასე შვა იაკობ

იაკობ შვა მიქია

მიქია შვა იოვაკიმ

იოვაკიმ შვა რობემ

რობემ შვა აბრაჰამ

აბრაჰამ შვა იობ

იობ შვა აქაბ

აქაბ შვა სვიმონ

სვიმონ შვა იზაქარ

იზაქარ შვა აბია

აბია შვა გაად

გაად შვა ასეორ

ასეორ შვა ისაკ

ისაკ შვა დან

დან შვა სოლომონ

სოლომონ შვა შვიდნი ძმანი, რომელნი იგი მოსცნა ღმერთმან ტყუეობასა შინა.

{{familytree/end}}
{{chart bottom}}

და ესე შვიდნი ძმანი, ძენი ამის სოლომონისანი<ref>ქ. ცხ.: სოლომონისნი</ref>), მოიწივნეს ეკლეცს წინაშე რაქელ დედოფლისა, და მისგან ნათელ იღეს, და დაშთეს იგინი ქვეყანათა სომხითისათა, და მუნ დღეინდელად დღემდე შვილნი მათნი მთავრობენ სომხითს<ref>[[თეიმურაზ ბატონიშვილი|თ]]. ვარ.: სომხეთს</ref>). და ოთხნი ძმანი მათნი მოვიდეს ქართლს. ხოლო ერთი მათგანი, სახელით გუარამ<ref>თ. ვარ.: გურამ</ref>), განაჩინეს ერისთავად. და <ref>თ. ვარ. აქ უმატებს: ესე არს ერისთავი ქართლისა და მამაჲ ბაგრატიონთა.</ref>) ესე ქართლისა ბაგრატონიანნი შვილის შვილნი და ნათესავნი არიან მის<ref>თ. ვ-ში: ეს სიტყვა არ არის</ref>) გუარამისანი<ref>თ. ვარ.: გუარამისნი.</ref>. ხოლო ძმა მისი, სახელით საჰაკ, წარვიდა კახეთს და დაემზახა იგი ნერსეს, და სხვანი ორნი იგი ძმა<ref>თ. ვარ. ძმანი</ref>) ამათნი, სახელით ასამ და ვარზვარად<ref>თ. ვარ.: ვარზავარდ.</ref>), წარვიდეს კამბეჩანს<ref>თ. ვარ.: კამბეჩიანს.</ref>) და მოკლეს მათ სპარსთა სპასალარი, და დაიპყრეს კამბეჩანი<ref>თ. ვარ.: კამბეჩიანი.</ref>), და დასხდეს იგინი მუნ ცხორებად ხორნაბუჯს, და ამ ჟამამდე<ref>თ. ვარ.: ამა ჟამამდე.</ref>) შვილნი მათნი მთავრობენ მას შინა. ხოლო ვინათგან მოაკლდა მეფობა შვილთა [[გორგასალი|გორგასლისათა]], მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა ვიდრე ამათამდე, არამედ დაესრულა უფლება ქართლისა აზნაურთა<ref>თ. ვარ.-ს აკლია „ვიდრე“-დგან დაწყებული აქამომდე.</ref>) ბოროტთა საქმეთა მათგან.

მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი იყო სვიმონ-პეტრე, და მცხეთა აღთხელდებოდა, და ტფილისი აღშენდებოდა, არმაზი შემცირდებოდა და კალაჲ<ref>თ. ვარ. კალა.</ref>) განდიდდებოდა, სპარსნი უფლებდეს ქართლს, კახეთს, ჰერეთს, სომხითს, სავანეთს<ref>თ. ვარ.: სივნეთს</ref>), ასპორანგს<ref>თ. ვარ.: ასპურაგანს. ამას შემდეგ თ. ვარ. უმატებს: „მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დაჯდა კათალიკოზად სამოელ“.</ref>). მას ჟამსა კათალიკოზი იყო მცხეთას სამოელ, და ერთად შეკრბა ყოველი ქართლი და გამოარჩიეს გურამ, დავითის ნათესავისაგან, მოწევნული ძმათა მისთა თანა, ოსამს<ref>თ. ვარ.: ასამს.</ref>) და ვარზავარდს, რომელნი იგი ზემო ვაჴსენენით. ესე<ref>თ. ვარ.: ესენი.</ref>) წარმოვიდეს ეკლეცით, რომელნი მონათლნა (მონათანი?) რაქაელ დედოფალმან ძმანი<ref>თ. ვარ.: უმატებს აქ: შჳლნი.</ref>) ჰურიანი, ტყვეობით მოსრულნი, ქვეყანით ფილისტიმით, და ნათელ იღეს ეკლეცს ჴელითა რაქაელ დედოფლისათა, რომელმან სამთა მათგანთა უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელ სდვა<ref>თ. ვარ.: სახელი ედვა.</ref>) მოშალე<ref>თ. ვარ.: მუშელ.</ref>), და ერთსა ბაგრატ, რომელ არს მამა ბაგრატონიანთა<ref>თ. ვარ.: ბაგრატიონთა</ref>), ერთსა აბგავარ, ერთი შემოიყუანა სიძედ, და ორნი მათგანნი ამზახა სომხითის მეფეთა<ref>თ. ვარ.: ამზახნა სომეხთ მეფეთა.</ref>).

ხოლო ოთხნი ესე ძმანი წარმოემართნეს ქართლს, ვითა ზემო ვაჴსენეთ, და გუარამ განაჩინეს ერისთავად, და მოსცა ამას მეფემან ბერძენთამან პატივად კურატპალატობა, და ამან დადვა საფუძველი ჯვარისა ეკკლესიასა, რომელ არს მცხეთას<ref>ეს ფრაზა „და ამან“-დგან დაწყებული არ არის [[თეიმურაზ ბაგრატიონი|თ]]. ვარ-ში.</ref>).

ხოლო სამი ესე ძმანი წარვიდეს კახეთს, და საჰაკ დაემზახა ბაკურს, ძესა ნერსესსა<ref>თ. ვარ.: ნერსესისა.</ref>), და<ref>თ. ვარ.: ხოლო.</ref>) ოსამ (უსამ) [და] ვარზავარად<ref>თ. ვარ.: ასამ და ვარაზვარდ.</ref>) წარვიდეს კაბეჩოანს<ref>თ. ვარ.: კამბეჩიანს.</ref>). და იყო მას ჟამსა მცხეთას კათალიკოზი სამოელ, და ამის-ზე ტფილისისა მკვიდრთა ეკკლესიისა გებად იწყეს, რომლისა ნახევარსა ყოველი ერი აშენებდა და ნახევარსა ერთი ვინმე დედაკაცი<ref>თ. ვარ.: აქ უმატებს: „და ამანვე კურატპალატამანცა განაახლა საფუძველი ტფილისის სიონისა, რამეთუ ნათესავნი მირიან მეფისა მორწმუნისანი ყოველნივე ეკკლესიათა მაშენებელნი იყვნეს“. აქ საჭიროდ ვრაცხთ დავსძინოთ, რომ მთელი ეს მოთხრობა „და დაშთეს იგინი“-დგან დაწყებული (ნ. გვ. 43) ვიდრე აქამომდე სრულათ არის შეტანილი თ. ვარ-ში (ნ. ქ. ცხოვრ. გვ. 162, შენ. 1). განსხვავებანი ჩვენ უკვე უჩვენეთ სხოლიებში.</ref>), და კათალიკოზი იყო მცხეთას ბართლომე<ref>ეს კათალიკოზი ქ. ცხ.-ში ნაჩვენებია გუარამის ძის სტეფანოზის ერისთაობის დროს: „მოკუდა კათალიკოზი სამოელ, და ამან სტეფანოზ დასვა კათალიკოზად ბართლომე“ (ქ. ცხ.: გვ. 165).</ref>).
{{chart top|სოლომონის მემკვიდრეობა<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/278442/1/Sami_Istoriuli_Xronika.pdf სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევისა, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა)] გამოცემული ვრცელის წინა-სიტყვაობით და შედარებით ქართლის ცხოვრებასთან და სხვა ხრონიკებთან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ. ტფილისი, სტ. კ. მესხიევისა და ს. პოლეტაევისა, 1890. გვერდები: 43, 44, 45, 46.</ref>|collapsed=no}}
{{გენეალოგია/დასაწყისი}}
{{გენეალოგია | | | | | | | |: | გუა| |: | |გუა=[[გუარამი]]სოლომონ| | | |სოლომონ=სოლომონ}}
{{გენეალოგია | | ,| -| -| -| v| -|:-| -|!v| -|:-|-|+|-|-|-|v|-|-|-|v|-|-|.|}}
{{გენეალოგია |მოშალე| |ბაგრატ| |აბგავარ| |გუარამ| |საჰაკ| |ასამ| |ვარზვარად| |მოშალე=მოშალე|ბაგრატ=ბაგრატ|აბგავარ=აბგავარ|გუარამ=გუარამ|საჰაკ=საჰაკ|ასამ=ასამ|ვარზვარად=ვარზვარად}}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| სტე |:| | | |სტე=[[სტეფანოზ I]] }}
{{გენეალოგია | | | | | |,|-|*|-|'| |:| | | }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| |,|-|*| ბაკ | | |ბაკ=[[ბაკურ V]] }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| ადა |:| | | |ადა=[[ადარნასე (ერისმთავარი)|ადარნასე I]] }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| |!| |:| | | }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| სტე |:| | | |სტე=[[სტეფანოზ II]] }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| |!| |:| | | | | }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| ადა |:| | | |ადა=[[ადარნასე II (ერისმთავარი)|ადარნასე II]] }}
{{გენეალოგია | | | | | |!| |:| |`|-|*|-|.| | }}
{{გენეალოგია | | | | | |`|-|*|-|.| |:| |!| | | |}}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| გუა |:| |!| |გუა=[[გუარამ II]]}}
{{გენეალოგია | | | | | |,|-|*|-|'| |:| |!| | | | }}
{{გენეალოგია | | | | | უცნ |:| | | |:| |!| | | | |უცნ=უცნობი ვაჟი|ნერ=[[ნერსე I]]}}
{{გენეალოგია | | | | | |`|-|*|-|.| |:| |!| | | | }}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| გუა |:| |!| | | | |გუა=[[გუარამ III]]}}
{{გენეალოგია | | | | |,|-|-|*|-|'| |:| |!| }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ნერ |:| |!|ნერ=[[ნერსე I|{{comment|ნერსე I|მთავარი იყო ან არშუშასა და ვარაზ-ბაკურის წინ ანდა მათ შემდეგ}}]]}}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| | | |:| |!| }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| არშ |:| |!|არშ=[[არშუშა]] }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| | | |:| |!| }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ვარ |:| |!|ვარ=[[ვარაზ-ბაკური (ქართლის ერისთავი)|ვარაზ ბაკური]] }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| | | |:| |!| }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ნერ |:| |!| |ნერ=[[ნერსე I|{{comment|ნერსე I|მთავარი იყო ან არშუშასა და ვარაზ-ბაკურის წინ ანდა მათ შემდეგ}}]]}}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| |,|-|*|-|'| | | |გუა=[[გუარამ IV]]}}
{{გენეალოგია | | | | |!|F|~|J| სტე |L|~|7|სტე=[[სტეფანოზ III]]}}
{{გენეალოგია | | | | |!|:| |,|-|^|-|.| |:|}}
{{გენეალოგია | | | | |!|:| მირ | | არჩ |L|~|7|მირ=[[მირი]]|არჩ=[[არჩილი]]}}
{{გენეალოგია | | | | |!|L|~|7| |,|-|^|-|.| |:| | }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ჯუა | | იოვ |:| ნერ |ჯუა=[[ჯუანშერი (ერისმთავარი)|ჯუანშერი]]|იოვ=[[იოვანე (ერისმთავარი)|იოვანე]]|ნერ=[[ნერსე ნერსიანი]]}}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| |,|-|-|-|-|-|*|-|'|}}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ადა |F|~|~|~|J|ადა=[[ადარნასე (ქართლის ერისმთავარი)|ადარნასე III]] }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| |)|-|*|-|.| | }}
{{გენეალოგია | | | | |!| | |:| ნერ |:| უცნ |ნერ=[[ნერსე II]]|უცნ=უცნობი ქალიშვილი}}
{{გენეალოგია | | | | |`|-|-|*|-|v|-|*|-|'| |}}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| სტე |:| ადა | |სტე=[[სტეფანოზ IV]]|ადა=[[ადარნასე ბაგრატიონი|ადარნასე]]}}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| |,|-|*|-|'| |}}
{{გენეალოგია | | | | | | | |:| აშო |:| | | |აშო=[[აშოტ I დიდი|აშოტ I]]}}
{{გენეალოგია/დასასრული}}
{{chart bottom}}

==იხილეთ აგრეთვე==
[[ქართლის საერისმთავრო]]

==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/archil.htm წამება და ღვაწლი წმინდისა და დიდებულისა მოწამისა მეფისა არჩილისა (ისტორიული მიმოხილვა)]. გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა.

==ლიტერატურა==
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1960;
*''შოშიაშვილი ნ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 195, თბ., 1979

== სქოლიო ==

{{reflist|colwidth=30em}}

[[კატეგორია:ქართლის ერისმთავრები|*]]
14 321

რედაქტირება