კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== კვიპროსის პრობლემა 2004 წლის შემდგომ; 2008-2012 წლების მოლაპარაკებები ==
 
მიუხედავად ანანის გეგმის ჩავარდნისა, კვიპროსის თურქული ნაწილის ევროსტრუქტურებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია გარკვეულ დონეზე გაგრძელდა. ჩრდილოეთ კვიპროსმა მიიღო დამკვირვებლის სტატუსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და მიენიჭა ორი არჩეული წარმომადგენლის გაგზავნის უფლება საპარლამენტო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად.
 
რეფერენდუმის შემდეგ, მოლაპარაკებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეჩერდა და მხოლოდ 2008 წელს, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტად დიმიტრის ხრისტოფიასის არჩევასთან ერთად განახლდა. 2008 წლის 21 მარტს, მწვანე ზონაში ხრისტოფიასი და ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტი მეჰმედ ალი თალათი ერთმანეთს შეხვდნენ და მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ოფიციალურად დაიწყო. კეთილი ნების გამოხატულების სახით, მხარეებმა, ნიქოზიაში, 1974 წლის შემდეგ დაცარიელებული ლედრას ქუჩის გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად ავსტრალიელი დიპლომატი ალექსანდერ დაუნერი დაინიშნა.
მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე გარკვეული შეთანხმებები მიღწეულ იქნა, 2008 წლის 1 ივლისს, მხარეები ერთიანი მოქალაქეობის და სუვერენობის შესახებ შეთანხმდნენ კიდეც.4 თუმცა მოლაპარაკებები მალევე ჩიხში შევიდა, რადგანაც თალათს სურდა მოლაპარაკებები ანანის გეგმის პირობების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით გაგრძელებულიყო, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბერძენმა კვიპროსელებმა ანანის გეგმას რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭირეს, ხრისტოფიასისთვის პოლიტიკურად სარისკო ნაბიჯი იყო. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი [[2010]] წლამდე, ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტად დერვიშ ეროღლუს არჩევამდე გაგრძელდა და მიუხედავად შეთანხმებებისა საბაზისო საკითხებზე, ძალიან მცირე რეალური წინსვლა დაფიქსირდა.განსხვავებით თალათისაგან, დერვიშ ეროღლუ, კვიპროსის გაერთიანების საკითხს უფრო სკეპტიკურად უყურებდა და ამ კუთხით, მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ჩრდილო კვიპროსის თურქეთიდან გადმოსახლებულ მოქალაქეებს შორის. მიუხედავად ამისა, არჩევნების შემდეგ, მან ღიად აღნიშნა, რომ მზად იყო მოლაპარაკებები გაეგრძელებინა იქ, სადაც მისი წინამორბედი შეჩერდა. მოლაპარაკებები 2012 წლამდე გაგრძელდა, თუმცა მცირე პროგრესით და საბოლოოდ, [[2012]] წლის ივნისში, მხარეების მიერ ერთმანეთისაკენ მიმართული ბრალდებებით, უშედეგოდ დასრულდა. 1 უკმაყოფილება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან გი-მუნმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა. [[2013]] წლის 11 თებერვალს ალექსანდერ დაუნერი, იმ მიზეზით, რომ კონფლიქტიდან გამოსავალი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო გადადგა, მის გადადგომას კვიპროსის თურქული და ბერძნული მხარეების ლიდერების ერთობლივი განცხადება მოჰყვა, რომ ისინი მზად არიან გააგრძელონ სამშვიდობო მოლაპარაკებები.
 
== კვიპროსის პრობლემა 2014 წლიდან დღემდე ==
== კვიპროსის პრობლემის სამომავლო პერსპექტივები ==
277

რედაქტირება