კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ანანის გეგმა და 2004 წლის რეფერენდუმი ==
 
ანანის გეგმა, რომელიც „კვიპროსის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის“ სახელით იყო ცნობილი, ითვალისწინებდა კვიპროსის გაერთიანებას [[შვეიცარია|შვეიცარიული]] მოდელის კანტონალურ ფედერაციად, რომელიც შემდგარი იქნებოდა ორი თანასწორუფლებიანი სახელმწიფოსგან. მოსახლეობის ოდენობის და არსებული სტატუს-კვოს გათვალისწინებით, კუნძულის ტერიტორიის 28.5% თურქებს, ხოლო 72.5% ბერძნების ტერიტორია იქნებოდა. კონსტიტუციის დამტკიცების, შეცვლის, რეფერენდუმის გზით საკითხების გადაწყვეტას და ა.შ. დასჭირდებოდა ორივე ნაწილში ცალ-ცალკე ჩატარებულ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობის მიღება, პრეზიდენტის ოფისის მაგივრად იქმნებოდა საპრეზიდენტო საბჭო, რომელიც თავისი წევრებიდან აირჩევდა პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს როტაციულ თანამდებობაზე; მინისტრთა კაბინეტს ეყოლებოდა თანაბარი ოდენობით თურქი და ბერძენი წევრები; ორივე მხარეს ექნებოდა საკუთარი პარლამენტი, ხოლო საკუთრივ კვიპროსის პარლამენტი იქნებოდა ორპალატიანი - სენატი იქნებოდა შემდგარი თანაბარი ოდენობის ბერძენი და თურქი წევრებისგან, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში აუცილებელი იყო ერთ მხარეს მანდატების მინიმუმ 25%-იანი კვოტა ჰქონოდა. გათვალისწინებული იყო კვოტები საბერძნეთისა და თურქეთის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ლეგალურად შეეძლოთ ეცხოვრათ კვიპროსზე - 5%. კვიპროსი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ქვეყნად, გარანტორი ქვეყნების და გაერთიანებული ერების სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენლობებით. გათვალისწინებული იყო კომპენსაცია და რეპატრიაციის გეგმაც 1974 წელს და მანამდე დაზარალებულთათვის.
 
ანანის გეგმაზე მუშაობის დაწყებასთან ერთად კვიპროსზე, ორ ხალხს შორის ურთიერთობაც ნელ-ნელა ნორმალიზაციისაკენ წავიდა, [[2003]] წლის 23 აპრილს კვიპროსის ორ ნაწილს შორის ოფიციალურად გაიხსნა საზღვარი და პირველივე დღეს, დაახლოები 5000-მა ადამიანმა საზღვარი გადაკვეთა.
 
მოლაპარაკებების პარალელურად, მიუხედავად რაუფ დენქთაშის უკმაყოფილებისა, 2003 წლის 16 აპრილს ხელი მოეწერა დოკუმენტს სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელიც 2004 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა. რჩებოდა ანანის გეგმის ორმხრივი რეფერენდუმის გზით რატიფიკაცია. რეფერენდუმი [[2004]] წლის 24 აპრილს გაიმართა. თურქი კვიპროსელების 64-მა პროცენტმა, მიუხედავად დენქთაშის პოზიციისა, ანანის გეგმას მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა, ანანის გეგმა ჩავარდა - კვიპროსელი ბერძნების 75-მა პროცენტმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ბერძნების უკმაყოფილების მთავარი მიზეზები გეგმის ის პუნქტები გახლდათ, რომლებიც აზრით არადამაკმაყოფილებელ პირობებს უქმნიდა იმ ბერძენ დევნილებს, რომლებსაც საკუთარ სახლებში სურდათ დაბრუნება. ასევე, კვიპროსელი ბერძნები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევდნენ გეგმის იმ პუნქტებს, რომლებიც უშუალოდ თურქეთის ტერიტორიიდან გადმოსახლებულ ემიგრანტებს ეხებოდა.
 
კვიპროსის სამხრეთ ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდა და 2004 წლის 1 მაისს დასრულდა; რადგანაც, კუნძულის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მთლიანად კვიპროსს მოიცავდა, ჩრდილოეთ კვიპროსიც ევროკავშირის ტერიტორიად მოიაზრება და მის მცხოვრებლებს, გარდა კონფლიქტის შემდგომ თურქეთიდან გადმოსახლებულებისა, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ სამხრეთ კვიპროსის პასპორტის აღების გზით, ევროკავშირის მოქალაქეობის სრული პრივილეგიებით ისარგებლონ.
 
== კვიპროსის პრობლემა 2004 წლის შემდგომ; 2008-2012 წლების მოლაპარაკებები ==
== კვიპროსის პრობლემა 2014 წლიდან დღემდე ==
277

რედაქტირება