კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== 1988-1994: მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ===
 
მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემდეგ, [[1988]] წლის აგვისტოში პერეს-კუელიარმა მხარეები დაიყოლია ჟენევაში ერთმანეთს შეხვედროდნენ და 1985-86 წლების სამუშაო გეგმის მაგივრად, [[1977]] და [[1979]] წლების შეთანხმებების მიხედვით დაეწყოთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა, რადგანაც კვიპროსელმა ბერძნებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებდნენ შეეტანათ განაცხადი ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობს წევრობაზე. ამ განცხადებას კვიპროსელი თურქების მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 1990 წელს, ამჯერად ნიუ იორკში, მხარეები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ოლაპარაკებები ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა. რაუფ დენქთაში კატეგორიულად მოითხოვდა კვიპროსელი თურქების თვითგამორკვევის უფლების აღიარებას ფედერაციის შიგნითაც, რასაც სასტიკად შეეწინააღმდეგა კვიპროსის მესამე პრეზიდენტი [[გეორგიოს ვასილიუ]], რომელიც კონფლიქტის გაეროს რეზოლუციების მიხედვით გადაწყვეტას ითხოვდა. გაეროს რეზოლუციები კი [[ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა|ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას]] არ ცნობდა.
 
[[1990]] წლის 4 ივლისს, სამხრეთ კვიპროსმა ოფიციალური განაცხადი გააკეთა [[ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა|ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის]] წევრობაზე, რასაც უდიდესი უკმაყოფილება მოჰყვა როგორც კვიპროსელი თურქების, ასევე თურქეთის მხრიდან, რომელმაც იგივე განაცხადი [[1987]] წელს გააკეთა. რაუფ დენქთაშმა მოლაპარაკებები შეწყვიტა და განაცხადა, რომ კვიპროსი მხოლოდ თურქეთთან ერთად შეიძლება გამხდარიყო ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი, მიუხედავად ამისა, კვიპროსელი ბერძნების განაცხადი ეეთ-მ წარმოებაში მიიღო. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კვიპროსმა და თურქეთმა საპასპორტო კონტროლის გაუქმების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და აღნიშნეს, რომ სამხრეთ კვიპროსის ეეთ-ში შესვლის შემთხვევაში საბაჟო კავშირსაც დაამყარებდნენ.
 
[[1992]] წლის აპრილში, გაეროს ახალი გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის ინიციატივით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. მხარეების ნდობის მოსაპოვებლად, გალის მიერ შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებდა კვიპროსის ორნაწილიან ფედერაციულ მოწყობას კომუნალიზმის საფუძველზე, უკრძალავდა ორივე ნაწილს მესამე ქვეყანასთან გაერთიანებას და ითვალისწინებდა სამხრეთ ფამაგუსტას - ვაროშას, გაეროს კონტროლის ქვეშ გადასვლას, თუმცა ეს გეგმაც უარყოფილი იქნა, პირველ რიგში რაუფ დენქთაშის მიერ. უშედეგოდ დარჩა მესამე ძალებიც მცდელობებიც დაეყოლიებინათ დაპირისპირებული მხარეები.
 
=== სამხრეთ კვიპროსის გზა ევროკავშირის წევრობისკენ და თურქულ-ბერძნული დაპირისპირება საერთაშორისო არენაზე ===
=== სამშვიდობო პროცესი 1997 წლის შემდგომ და სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდი ===
277

რედაქტირება