კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== კვიპროსის თურქული ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ===
 
1983 წლის მაისში გაერთიანებული ერების გაერთიანებულმა ანსამბლეამ გამოსცა რეზოლუცია, რომელიც კვიპროსიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანას მოითხოვდა. თურქი კვიპროსელები, რომლებიც თურქულ ჯარს ასეთად არ მიიჩნევდნენ, ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილებით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობას გამოაცხადებდნენ. მიუხედავად ამისა, ორ მხარეს შორის, გაეროს ეგიდით მოლაპარაკებები გაგრძელდა და გაეროს შემოთავაზებულ პირობებს ოფიციალურად ორივე მხარე დაეთანხმა. თუმცა ამის მიუხედავად, [[1983]] წლის 15 ნოემბერს კვიპროსის თურქულმა ნაწილმა, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სახელით დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მალევე , თურქეთმა იგი აღიარა. ამის საპასუხოდ, გაეროს უშიშროების საბჭომ 541-ე რეზოლუციით დაგმო დამოუკიდებლობის გამოცხადება, მოგვიანებით, [[1984]] წლის დასაწყისში გამოცემული 550-ე რეზოლუციით კი თურქეთის მიერ ჩრდილო კვიპროსის დამოუკიდებლობის აღიარება და ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება.
 
1984 წლის სექტებრიდან მოლაპარაკებები განახლდა. მოლაპარაკებების მიზანი ამჯერადაც კვიპროსის ბი-კომუნალურ, ორნაწილიან და ნეიტრალურ ფედერაციად გაერთიანებას შეეხებოდა. თუმცა ეს პირობები არც ბერძნებისთვის აღმოჩნდა მისაღები და არც თურქებისთვის. ამის საპასუხოდ, [[1986]] წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა [[ხავიერ პერეს დე კუელიარი|ხავიერ პერეს-კუელიარმა]] მხარეებს კონფლიქტის მოგვარების ახალი გეგმა წარუდგინა. პერეს-კუელიარის გეგმაც წარუმატებელი აღმოჩნდა, თურქებს არ სურდათ ტერიტორიების დათმობა, ბერძნებისათვის კი კუნძულზე თურქული ჯარის ყოფნა მიუღებელი იყო.
 
=== 1988-1994: მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ===
=== სამხრეთ კვიპროსის გზა ევროკავშირის წევრობისკენ და თურქულ-ბერძნული დაპირისპირება საერთაშორისო არენაზე ===
277

რედაქტირება